თემა: მოყვასი

თუ ჩვენ მოყვასისასდმი ვიჩენთ რაიმე სამსახურს მხოლოდ საკუთარი სარგებლობისათვის, რომ მისგან სამაგიერო

თუ ჩვენ მოყვასისასდმი ვიჩენთ რაიმე სამსახურს მხოლოდ საკუთარი სარგებლობისათვის, რომ მისგან სამაგიერო სამსახური მივიღოთ, მაშIნ ჩვენ არა ისე ვემსახურებით, როგორც ეს უნდა ვაკეთოთ ქრისტეს მოძღვრების მიხედვით. გარნა ასე მოყვასს წარმართებიც ასიამოვნებენ. მაცხოვარი ამბობს: თუ თქვენ თქვენი მოყვარული გიყვართ, რაი სასყიდელი გაქვთ? წწარმართნიც ასე იქცევიან. ჩვენი მოყვასისადმი სათნოყოფა ქრისტეანულ კეთილმსახურებას რომ ეთანხმებოდეს, ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ იკ მიზანსაც, რომლისთვისაც მოყვასს ჩვენ რაიმე სასიამოვნოს ვუყოფთ. ვინაიდან, როდესაც მოციქული ამბობს კაცად-კაცადი ჩვენი მოყვასსა სათნო ეყოფოდეს, იქვე დაძენს, - კეთილისათვის აღსაშენებლად. მაშასადამე, ჩვენ უნდა წარმოვადგენდეთ იმას, სასარგებლოა იმისთვის ჩვენი სამსახური, ვისაც ჩვენ ასეთს ვუწევთ თუ არა? მოციქულის სწავლა-მოძღვრებით, სამსახურის გაწავა უნდა მხოლოდ კეთილისათვის აღსაშენებლად. ამ წესს ჩვენ ვარღვევთ, როდესაც რაიმე სამსახურს ვუწევთ სხვაბს სინდისის წინააღმდეგ, მარტოდმარტო ლიქვნელობისათვის. ასე ვიქცევით ჩვენ მაშინ, როდესაც სხვების ცრუ აზრებს ვეთანხმებით. წესის წინააღმდეგ ცოდავს მშობელი, როდესაც შვილის სიყვარულით ხელს აფარებს და ათამამებს მას, როდესაც იგი შემჩნეულია კეთილ ზნეობის წესების დარღვევაში. ცოდავს უფროსი, როდესაც უწესოებას ითმენს მისი ხელქვეითების მხრივ მხოლოდ იმიტომ, რომ არ გამოიწვიოს თავის წინააღმდეგ უსარგებლო, გინათუ უხეირო შეხედულება და ამიტომ ჩვენ სხვებს სამსახურს უნდა ვუწევდეთ იმდენად, რამდენადაც ამას ამართლებს ქრისტიანული მცნება, რომელიც გვიკრძალავს სხვების წინაშე პირმოთნეობას, მოფერებას და ა.შ.
 
0