ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
ასე უყურებდნენ წმ. მოციქულები მწუხარებასა და დევნას, რომელთაც ისინი განიცდიდნენ ქრისტეს სწავლის
ასე უყურებდნენ წმ. მოციქულები მწუხარებასა და დევნას, რომელთაც ისინი განიცდიდნენ ქრისტეს სწავლის გავრცელების დროს ქვეყნის კიდიდან კიდემდე. მაგრამ ამ მწუხარებით მოცულ ცხოვრების გამო, ისინი არათუ სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდნენ, არამედ პირიქით, კიდეც ხარობდნენ, დარწმუნებულნი იმაში, რომ დროებითი მწუხარების ჯვარი მეტად ხელშემწყობი იყო მათთვის, როგორც ღვთის სასუფევლისაკენ წამყვანი საშუალება, რომლის მიღწევა სხვა, უფრო ფართო გზით შეუძლებელიცაა. ამრიგად, სწორი შეხედულების მიხედვით, მწუხარება, როგორც ღვთის სასუფევლისაკენ წამყვანი საშუალება, ადამიანის სულის დამასასტებელი კი არ უნდა იყოს, არამედ მისი უფრო განმამტკიცებელი.
|