ეს კაცნი, დიდად გასაკვირვებელნი ყოველთ სიტყვიერთ გონებათაგან, შორითვე იყვნენ ღვთისაგან გაცნობილნი და

ეს კაცნი, დიდად გასაკვირვებელნი ყოველთ სიტყვიერთ გონებათაგან, შორითვე იყვნენ ღვთისაგან გაცნობილნი და საუკუნითგან გამორჩეულნი და იმ მაღალს მოციქულობის სამსახურზე განწესებულნი, როგორც რომ ითქვა ცად პირმეტყველად სახელდებითა: “და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველთა წარმართთა ზედა. და ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი”. როგორც რომ თვითვე ყოვლად წმინდა სული გვიწამებს სანატრელისა პავლეს პირითა: ვითარცა იგი გამოგვირჩივნა ჩვენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა. რათა ვიყვნეთ ჩვენ წმინდა და უბიწო წინაშე მისსა. სიყვარულით წინასწარ გვიჩინნა ჩვენ შვილებად იესოს ქრისტეს მიერ. მისა მიმართ სათნოებისაებრ ნებისა მისისა, საქებელად დიდებისა მადლისა მისისა, რომლისა მოგვემადლა ჩვენ სიყვარულისა მის მიერ. ესენი წერილში მოიხსენებიან: “და ავლინენ ჰუნენი შენნი ზღვასა ზედა აღძვრად და ისრად ძლიერისად ტყორცებულად იწოდებიან. და ნეტარ არიან ფერხნი მახარებელთანი, მაუწყებელნი გზასა მშვიდობისასა. და აღვედ მახარებელი ეგე მშვიდობისა მთასა ზედა სიონსა ხარებად იერუსალიმისა”. და ამისთანა მოწმობაები მრავალი გავქვს. და დღე დღესა კიდევ აუწყებს სიტყვასა და ღამე ღამესა მოუთხრობს მეცნიერებასა. არა არიან თქმულ არცა სიტყვა, რომელი იგი არა ესმა ხმა მათი და რომ ამათი გამორჩევა მხოლოს ღმრთის საქმე იყო, მართალი და საკვირველი და კაცთ გონებისაგან უცნაური მისაწთომათაცა და გამოსათქმელათაცა. ამისთვის ღმერთმაც წინასწარის ცნობითა საუკუნითგან გამორჩეულნი და წინათვე გაცნობილნი თავის გარდამოსვლის დროს დაბადნა თავისის ღვთაების შესაფერნი და საკადრისნი და არც რაშიგმე მიუშვა მსოფლიოს ბედნიერების სიკეთეში. კაცნი იყვნენ უწიგნონი და უსწავლელნი, წრფელნი და მარტივნი, უმანკონი და უცოდველნი, მეთევზეებად დაბადებულნი ეს ოთხნი: პეტრე და ანდრია, იაკობ და იოანე. და როგორც ღვთაების დიდებას ჰფეროდა და ეკდრებოდა სავანეთა და საყოფელთა, ამისთანანი ჭურჭელნი იყვნენ, განწმენდილნი და მოკაზმულნი, მარტივნი და წრფელნი. და ხორციელის ცნობითაცა ყოველი მარტივი და წრფელი კაცი სჯობია ქვეყნის მოსავლელეთაცა და მეცნიერების ჭურჭელათაცა ღვთის სიმართლისა და ქვეყნის ერთგულობის შეწყნარებისათვის. ამიტომ რომ ყოველი წრფელი და მარტივი სული კაცისა სიკეთეს უფრო ეყვის, ვინემდის სიბოროტესა. და ამისთვის გამოირჩივნა ეს წრფელნი და მარტივნი კაცნი. ჯერ თვითან წვართნა და სწავლნა იმ ზეცის ფილოსოფოსმა და მერმე ყოვლად წმინდა სული გარდამოუვლინა და იმან სრულებით აღავსნა, შეამკვნა და მორთვნა, რომელნიც რომ ყოვლის სოფლის სჯულისმდებელად და მოძღვრად არიან დადგინებულნი. და ჩვენ სახედ მოგვცნა, რომ ისე ერთის ბრძანების მორჩილნი უნდა ვიყვნეთ, რაც ღვთისაგან გვაბრძანოს ყოველსა კაცსა და დედაკაცსა, როგორც რომ მოციქულთა ქმნეს. -ნუ გეშინიან, სიმონ, ამიერითგან იქმნე მონადირე კაცთა! და რომ სიტყვა სწავლისა შეასრულა და გაათავა, უბრძანა, მე წამომყევითო. დაუტევეს ყოველივე და მისდევდეს მას. თუმცაღა იოანე იტყვის სხვის გვარითა ასე: “იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმათ იოანესაგან: “ესე არს, რომლისათვის ვთქუ, შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს. და მე არა ვიცოდი იგი. არამედ რათა გამოეცხადოს ისრაელსა. ამისთვის მოვედ მე წყლითა ნათლისცემად” და წამა იოანე და თქვა: “რამეთუ ვიხილე სული ღვთისა ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით. და დაადგრა მას ზედა. და მე არა ვიცოდი იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლისცემად წყლითა, მან მრქუა მე: “რომელსა ზედა იხილო სული გარდა-მომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არისო, რომელმან ნათელსგცეს შენ სულითა წმინდითა. და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღვთისა”. და კიდევ, მეორე დღესა რომ ნახა იოანემ თვისის ორის მოწაფითა და მიჰხედა იესოს, ვიდოდა რა იგი და თქვა: “აჰა, ტარიგი ღვთისა”. და ესმათ მისი ორთა მათ მოწაფეთა იოანესთა, გაუშვეს იოანე და შეუდგეს იესოს და მისდევდეს მას. და ჰკითხა იესომ: “რასა ეძიებთ?” ხოლო მათ ჰრქვეს: “რაბბი, - რომელი ითარგმანების მოძღვრად, - სადა იყოფი”. და მივიდეს და იხილეს, სადა იყოფოდა და მისთანა დაადგრეს მას დღესა შინა ჟამი იყო ვითარ მეათე. პოვა ამან ანდრია ძმა სიმონ-პეტრე და ჰრქვა მას: “ვპოვეთ მესია, რომელ არს თარგმანებით ქრისტე”. ამან მოიყვანა პეტრე და რომ შეჰხედა ქრისტემ პეტრესა და უთხრა: “შენ ხარ სიმონ, ძე იონასი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების კლდედ”. ეს წოდება პირველად იყო და მეორედ გენესარეთის ტბაზედა ნადირობაში. და იმ წოდის უკან აღარ მოშორებიან ქრისტესა ოთხნივ მოციქულნი: პეტრე და ანდრია, იაკობ და იოანე.
 
თემატური კითხვები
3