როგორც მზესა შეუდგების დღე და ნათელსა – შვენიერება არსთქმნულებისა, ბუნებასა მისდევს სიცოცხლე და

როგორც მზესა შეუდგების დღე და ნათელსა – შვენიერება არსთქმნულებისა, ბუნებასა მისდევს სიცოცხლე და სიმრთელესა არღარა ჰშორდების ცხოვრება, ისე ეს საკვირველნი მოწაფენი ერთს ბრძანებას მისდევენ სულით შეკრულნი. როდესაც რომ ქრისტე გენესარეთის ზღვის კიდეზედ იყო მდგომარე და იქ ერი მრავალი დაესხმოდა მას სმენად სიტყვასა ღმრთისასა, იქ ნახნა ორნი ნავნი მდგომარენი კიდესა მას ტბისასა. ხოლო მესათხეველნი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განრცხიდეს ბადეთა. და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონ-პეტრესი და უბრძანა მათ ქვეყანით შერა-დგინება მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას. და ვითარცა დასცხრა სიტყვად, ჰრქვა სიმონს: - შეაცვნე ღრმად და სდევით ბადე თქვენი ნადირობად. მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქვა: - მოძღვარ, ღამე ყოველი დავშვერით და არა რა მოვიღეთ. ხოლო სიტყვითა შენითა გარდაუტეოთ ბადე. და ესე რა ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი. და წამუყოფდეს, რომელი იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რათა მოვიდნენ და შეეწინენ მას. და მოვიდეს და აღავსნენ ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი. და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუხლთა იესოსთა და ჰრქვა მას: - განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილ ვარ, უფალო! – რამეთუ განკვირვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს. ეგრეთვე იაკობ და იოანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნენ ზიარნი სიმონისნი. და იესო ჰრქვა სიმონს: - ნუ გეშინინ სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე. და გამოადგინეს ნავნი იგი ქვეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას! რასაცა საქმეს მიჰხედავს კაცი ღვთისასა, უთუოდ გაჰკვირდების და ბევრჯერ იჭვშიგაც შევა, ეგება კი ასე არ იყოსო და ან მე ვსცთებოდეო. და რომ გაიწმენდს ცხოვრებასა, საგრძნობელთ მიაგებს თავთავის ადგილსა, ხორციელთ ვნებათ დაჰშორდება და სულის ძალს შეიპყრობს გონების ბჭობითა და ისე უვნებოდ შევა ხედვაში და გონებით ღმერთსაც შეიწევს ხშირად ამ ხმის თქმითა: “განანათლენ თვალნი ჩემნი, და განვიცადნე საკვირველებანი სჯულისა შენისანი”, მაშინვე მრავლის დიდებიდმეტყველებითა აღივსების სული და ყოველსავე ვაკედ და ადვილად დაინახავს, გაიცნობს და შეიტკბობს, როგორც რომ ეს გასაკვირვებელი ღვთის საქმე გვეხარა ყოველსა სანატრელის ლუკას სახარებითა: “დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას”. ამ ერთის ხმის გაგონებითა: “ნუ გეშინინ, სიმონ, ამიერითგან იყო კაცთა მონადირე”.
 
თემატური კითხვები
3