
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 136]
თემა:
სათნოებები
გარნა ვინმე მეტყვის მე, რომელ სათნოების შეძენაცა არ არის ადვილი; ღვთისმსახურებაცა მოითხოვს ჩვენგან
გარნა ვინმე მეტყვის მე, რომელ სათნოების შეძენაცა არ არის ადვილი; ღვთისმსახურებაცა მოითხოვს ჩვენგან დიდსა შრომასა და მოთმინებასა; ჭეშმარიტ არს ესე ძმაო, გარნა უკეთუ შრომა და მოთმინება მიუცილებელი არის კაცისათვის ამ სოფელში, არ გირჩევნია ძმაო ჩემო, ღვთისათვის და სულის ცხოვნებისათვის მიიღო შრომა და ტვირთი, ვიდრე დამონებული ცოდვისადმი, ცოდვისაგანვე მიიღო სასჯელი და უბედურება თვით აქ, ამ ქვეყანაზედვე და უმეტესად დაუსრულებელი ტანჯვა მომავალსა საუკუნესა?
|