მრისხანება, გაღიზიანება. ამ ვნებას ბევრი ფიზიოლოგიური მიზეზებით ამართლებს, იმით, რომ მათ თავზე

მრისხანება, გაღიზიანება. ამ ვნებას ბევრი ფიზიოლოგიური მიზეზებით ამართლებს, იმით, რომ მათ თავზე მოწეული უბედურებებისა და ტანჯვა-წამების გამო "ნერვიულები გახდნენ", რომ თანამედროვე ცხოვრება მეტისმეტად დაძაბულია, რომ მშობლებსა და ახლობლებს მძიმე ხასიათი აქვთ. და თუმცა ეს მიზეზები ნაწილობრივ მხედველობაში მისაღებია, მაგრამ იმის გასამართლებლად მაინც ვერ გამოდგებიან, რომ ჩვენს გაღიზიანებას, მრისხანებას თუ უგუნებობას ახლობლებს ვატეხთ თავს. გაღიზიანებისა და უხეშობის მიზეზით ოჯახები ინგრევა, ადამიანები წვრილმანების გამო ჩხუბობენ, სიძულვილი და შურისძიების წყურვილი ეუფლებათ, და ბოლოს კეთილი, მოყვარული ცოლ-ქმარი მტრად ექცევა ერთმანეთს. განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებმრისხანების ვნება ბავშვების სულებზე - მათ ნელ-ნელა უქრებათ ღმრთივბოძებული სინაზე და სიყვარული მშობლების მიმართ. ჩვენ მხოლოდ საკუთარ ცოდვებსა და ნაკლოვანებებზე განრისხების უფლება გვაქვს. წმ. ნილოს სინელი გვირჩევს, ვიყოY "თავმდაბალნი მოყვასთან, მაგრამ მრისხანენი მტერთან (ეშმაკთან), რადგან მრისხანების ბუნებრივი გამოყენება სწორედ იმას ნიშნავს, რომ წინ აღვუდგეთ ძველისძველ გველს". და კიდევ: "ვინც ძვირისმოხსენეა დემონთა მიმართ, ის ძვირუხსენებელია ადამიანების მიმართ".
    კამათიც კი სიფიცხისა და მრისხანების გარეშეა საჭირო, რადგან გაღიზიანება უმალვე გადაედება ხოლმე სხვებსაც. მრისხანების მიზეზი ხშირად ხდება ქედმაღლობა, ამპარტავნება, ძალაუფლების გამოჩენის სურვილი, სხვის ნაკლოვანებათა მხილება და საკუთარის დავიწყება. აღსარების წინ, ძმაო, გაიხსენე რაიმე ძვირი ხომ არ ჩაგჩენია გულში მოყვასის მიმართ, ბოლომდე შეურიგდი თუ არა? თუ ვინმეს შენ თვითონ აწყენინე, დაფიქრდი, სთხოვე შენდობა? გაიხსენე და შეინანე, რაც კი რამ სცოდე. ვისაც გული ატკინე, ეცადე აღსარებამდე შეურიგდე, შენდობა სთხოვო, ხოლო ვინც შენ შეურაცხგყო, იმათთვის ილოცე და გულით ისურვე სიკეთე.
    ხშირად, როდესაც ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ ერთად, მეტადრე თუ მჭიდრო კონტაქტი აქვთ ერთმანეთთან, ეშმაკი მათ შორის განხეთქილებასა და სიძულვილს თესავს, იწყება მუდმივი გაღიზიანება, განკითხვა, ზიზღი და მტრობა, ყოველივე ეს კი ბოროტი ვნების ნაყოფია. მუდმივად გვეჩვენება, რომ ესა თუ ის კაცი აუტანელია, ყოველი მისი ნაბიჯი განსაკუთრებით გამომწვევი, მახინჯი და საზიზღარი ჩანს. ესაა ეშმაკის ცნობილი ხერხი - კაცის სულში ერთ ფაქიზ სიმს იპოვის და ერთთავად მისკენ მიმართავს თავის ისრებს, ტყუილითა და ცილისწამებით აღაგზნებს მრისხანებას, ვიდრე სული ისე არ მოიშლება, რომ უკვე ადვილად ეთანხმება მრისხანების აზრებს. ამრიგად, ეშმაკი საძრომს პოულობს სულში, ათასგვარ უსიამოვნო გრძნობას თესავს მასში და კაცი ეშმაკეულის მდგომარეობამდე, ანუ მოყვასის მიმართ მძვინვარე სიძულვილამდე მიჰყავს. ამიტომაა საჭირო, რომ თავიდანვე ვუფრთხილდეთ მრისხანების აზრებს, წვრილმანი გაღიზიანებას, სიფიცხის შემოტევებს, და ძირშივე მოვიკვეთოთ ისინი. თუკი ეს შესაძლებელია, ხშირად თქვით აღსარება, მოძღვარი თავისი რჩევით დაგეხმარებათმრისხანების აზრების დაძლევაში და ამ ხსენების შემდგომ გართულებას აგარიდებთ.
    მწარედ ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ გაღიზიანების საგანთან დაშორებით უშველის თავს - ეშმაკსაც ეს უნდა, პირიქით, ბოლომდე მტკიცედ უნდა ვიდგეთ და ვიცოდეთ ამ ბოროტების ჭეშმარიტი სათავე. ხოლო თუ ვინმე, მრისხანების ვნებით შეპყრობილი, მოყვასზე დრტვინავს, მას მიიჩნევს დამნაშავედ და არა ეშმაკსა და საკუთარ ვნებას, იგი წმ. მამების თქმით, სულიერ ძაღლს წააგავს, ქვებს რომ ესვრიან, ის კიდევ ქვებს დასდევს საკბენად, ხოლო იმათ ვინც ქვებს ესვრის, ვერც ამჩნევს.
    ეს ვნებაც ძალიან გავრცელებულია, მის საკურნებლად დიდი ყურადღება, ბრძოლა, ხშირი აღსარება, სიმდაბლე, საკუთარი თავის ყვედრება, ლოცვა და მეტანიები გვმართებს, უნდა ვილოცოთ ჩვენი თავისთვისაც და მისთვისაც, ვისზეც გაღიზიანებული ვართ. ჭეშმარიტი ქრისტიანები, ისინი, ვინც გულის განწმედას და ღმრთის სამსახურს ესწრაფვოდენ, ხშირად განზრახ ეძებდნენ ისეთ ძმას ან მოძღვარს, მძიმე და ფიცხი ხასიათით რომ გამოირჩეოდა. ასეთი აკცის გვერდით მათ მუდმივად თავის დამდაბლება უხდებოდათ და ამიტომ უფრო სწრაფად მოიპოვებდნენ ხოლმე სიმშვიდესა და ურისხველობას.
 
თემატური კითხვები
0