
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 157]
თემა:
გულის განწმენდა
ეცადე და განაგდე გულისა შენისაგან ბოროტნი გულისზრახვანი, მოამზადე გული შენი, ვითარცა მიწისმოქმედი
ეცადე და განაგდე გულისა შენისაგან ბოროტნი გულისზრახვანი, მოამზადე გული შენი, ვითარცა მიწისმოქმედი მოამზადებს ყანასა თვისსა თესვისათვის. მადლსა სულისა წმიდისასა დიახ სურს და ცდილობს, რათა შევიდეს გულსა შინა შენსა, გარნა როდესაც იგი ხედავს მას აღებულსა ცოდვითა და ბოროტებითა, ვერ გაძლებს იგი მას შინა, როგორადაც კაცი ვინმე პატიოსანი, აღზრდილი სიყრმითგანვე შემკულსა და მდიდარსა სახლსა შინა, ვერ შევა და ვერ იცხოვრებს უწმინდურსა და აყროლებულ სახლში.
|