
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 166]
თემა:
სასუფეველი სამოთხე
ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რასა გვეტყვის მაცხოვარი: ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და
ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რასა გვეტყვის მაცხოვარი: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“. ესე იგი უპირველესი და უმთავრესი ზრუნვა თქვენი იყოს სიმართლისა და სასუფევლისათვის ღვთისა, ხოლო ყოველი სოფლიური საჭირო ნივთი, ესე იგი საჭმელი, სასმელი, შესამოსელი და სხვა, თავით თვისით და უადვილესად შეგეძინება თქვენ.
|