
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სათნოებები
თუ გსურს შესვლა საღმრთოსა ქორწილსა შინა და ჭამა პურისა მუნ, ესე იგი შესვლა წმიდასა ეკლესიასა შინა და მიღება ეკლესიის მადლისა, უნდა გქონდეს სამოსელი საქორწინე; სამოსელი ნიშნავს სულიერსა სამკაულსა, ესე იგი სათნოებასა, კეთილმოქმედებასა, კეთილს ყოფაქცევასა. თუ გაბედე შესვლა ეკლესიასა შინა, ანუ მიღება ქრისტიანობისა და არ ჰცდილობ შეიმოსო სამოსელი საქორწინე. ოდესმე ღმერთი გკითხავს შენცა: „მოყვასო ვითარ შემოხვედ აქა?“ რაღა პასუხი გექნება შენ მაშინ? შენ დასდუმდები მაშინ. მეუფე ეტყვის მსახურთა: „შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა, მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ“ (შდრ. მათე 22. 2–14).