ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სიყვარული მოყვასისადმი
ქრისტიანი ვერსად ისრე კარგად ვერ აღასრულებს ქრისტეს მცნებასა, როგორადაც თავის სახლში. პირველი ქრისტეს მცნება არის სიყვარული მოყვასისა, გარნა სად შეგიძლიან შენ, ძმაო ჩემო, გამოაჩინო სიყვარული ისრე, როგორადაც შენს სახლში. აქ ნამდვილად დამტკიცდება, თუ როგორი გული გაქვს და თუ ნამდვილად შეგიძლიან შენ შეყვარება მოყვასისა. თუ დედ–მამა შენი ვერ შეიყვარე, თუ ძმები და დები არ გიყვარს, თუ ნათესავებში და მოყვრებში ცუდად ხარ განწყობილი, მაშასადამე, როგორღა შეგიძლიან შეყვარება ყოველთა სხვათა მოყვასთა შენთა?