ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მოთმინება
კარგი სათნოება არის მოთმინება. მოთმინებითა კაცი თავის სულს აცხოვნებს. გარნა სად შეგიძლიან შენ მიეჩვიო და აღასრულო იგი ისრე, როგორადაც შენს სახლში? აქ ყოველს დღეს და ყოველს წამს შენ უნდა იქცეოდე მოთმინებითა და სულგრძელად. როდესაც კაცნი ერთიმეორის სიახლოვეს სცხოვრობენ, თუ ერთმა მეორესა ნაკლულევანებანი და შეცდომანი არ დაუთმო და არ მოითმინა, ვერ გასძლებენ ერთად.