წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ცხონება

ცხოვნებული იქნება ანუ ის კაცი, რომელმან შობითგან სიკვდილამდე თავის თავი დაიმარხა უბიწოდ და

ცხოვნებული იქნება ანუ ის კაცი, რომელმან შობითგან სიკვდილამდე თავის თავი დაიმარხა უბიწოდ და უცოდველად, ანუ ის, რომელმან თუმცა სცოდა, გარნა სრულიად განიწმიდა თავი შენანებითა. საღმრთო წერილი ახსენებს მხოლოდ ორსა პირსა: ერთს მაცხოვარსა ჩვენსა უფალსა იესო ქრისტესა, რომელი იყო უბიწო და მეორესა ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა, რომელი იყო დაცული ყოვლისა ცოდვისაგან. ხოლო ყოველთა სხვათა ადამის ძეთა ზედა საღმრთო წერილი ესრედ იტყვის: „აჰა ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ (ფს. 50). მაშასადამე, თუ ვინმე ადამიანთაგანი იქმნება ცხოვნებული, ეგრედვე მით, უკეთუ თავი თვისი გაიწმიდა ცოდვათაგან მონანებითა და კეთილის ნაყოფისა გამოღებითა.
 
თემატური კითხვები
0