
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: გარდაცვალება
გულს-ეტყოდე მარადის, საყვარელო, განსვლისათვის შენისა ამიერ სოფლით და დღისა მისთვის საშინელისა. და ვითარ იყო ჟამსა მას, ოდეს სული შენი გვამისა შენისაგან განეშორებოდის, დავრდომილი სარეცელსა ზედა შენსა, ძმაო, და ვერ შემძლებელ იყო ყოვლადვე შეწევნად თავისა შენისა, დააჰნერგე გონებასა შენსა მარადის, რეცა სახლეულნი და მეგობარნი შენნი მსხდომარე არიან გარემოის შენსა და მწუხარედ იგლოვენ და სულ-თქუმით ტირან წარყვანებისათვის სულისა შენისა და ვერვინ მათგანი შემძლებელ არს ვედრებად ანგელოზთა მათ, რომელნი ასწრაფებდენ სულსა შენსა გამოსლვად გვამისაგან