ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ლოცვა
ლოცვასა შინა მარადის ნუ იტყვი, ვითარმედ "ვევედრე ერტ გზის და ორ გზის, გინა მრავალ გზის და ვერ მივემთხვივე სათხოველსა ჩემსა". ნუ დააცადებ ლოცვასა ვიდრემდის მოიღო საწადელი შენი. და ოდეს თაყვანის სცემდე, ნუმცა პირი შენი ილოცავს და გონებაი შენი იარების, რამეთუ ღმერთსა არა ხოლო თუ სიტყვანი ჰნებვენ, არამედ საქმენი მვედრებელთა მისთანი. ნუ იქმნები მცირედმორწმუნე წყალობათა მისთა. ვინ უკუე მიენდო ღმერთსა და სირცხვილეულ იქმნა, ანუ ვინ დაადგრა შიშსა მისსა და მან უგულებელს-ყო! ანუ ვინ ითხოვა სარწმუნოებით და მან არა ისმინა მისი! რამეთუ ღმრთი სახიერ და მოწყალე არს, შეუნდვნის შეცოდებანი და აცხოვნნის ჟამსა ჭირისასა მოსავნი მისნი