image

თემა: სათნოებები,  სინანული

აწ უკუე მოიგონენ საქმენი შენნი ყოველნი და შეასწორენ კეთილნი იგი ბოროტთა მათ და, უკუეთუ ჰპოვნე ბოროტნი იგი უფროის კეთილთასა, დაჰფლვენ იგინი აწვე სათნოებითა. თვალნიმცა შენნი მარადის მხედველ არიან მატლსა მას დაუძინებელსა და ცეცხლსა მას დაუშრეტელსა და ქუხილსა მას ბნელისასა და სახუმილსა მას განუგრილებელსა. დაშრიტე ცეცხლი იგი ვნებათა შენთაი, არა თუ წყლითა, არამედ ცრემლითა მცირითა განწმიდე შეგინებულებაი სულისა შენისაი ტირილითა, რამეთუ ტირილი არა ხოლო თუ ოდენ ცეცხლისა მის საუკუნოისა დამშრეტელ არს, არამედ განჰბანსცა მწინკულევანებასა ცოდვათასა, ვითარცა იტყვის დავით წინასწარმეტყველი, რომელსა-იგი გამოეცადა და უწყოდა ძალი ცრემლთაი, ვითარმედ: "დავბანე მარად ღამე ცხედარი ჩემი" (ფსალმ. 6,5). არა თქუა, ვითარმედ: "დავასოვლე", არამედ "დავბანეო". რაითა გაუწყოს შენ, ვითარმედ სინანულისა ცრემლთა ძალი ნათლისღებისაი აქუს. აწ უკუე ვინაითგან უწყით, ვითარმედ საღმრთოი მწუხარებაი განსდევნის ცოდვისა მწუხარებასა, იგლოვდ აქა ცოდვათა შენთათვის, რაითა არა მუნ ტანჯვათაგან იგლოვდე ურგებად
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები