image

თემა: სათნოებები

საქმით აღასრულე მცნება უფლისა შენისა, შეიძინე სარწუნოება, სასოება, სიყვარული, მოთმინება, სიმდაბლე, სიმართლე. შენი სათნოება ის არის, როდესაც შენ ხარ შრომის მოყვარე, მღვიძარე, ფრთხილ, ვინაითგან შენ შენი ხელით უნდა შეინახო შენი თავი და ოჯახი. მომთმენი და თავმდაბალი, ვინაითგან ხშირად შეიძლება იყო ღარიბ და შეიწრებულ, შენს მეზობელს არაოდეს არ ავიწროებდე, არამედ შეეწეოდე შეძლებისამებრ შენისა. ცრუ მოწმობისა გეშინოდეს და ყოველთვის მართალს იტყოდე, შენს მეზობელს არ ატყუებდე, არავის არ წაეჩხუბებოდე, შენს სახლში და ოჯახში იყო მყუდრო, ცოლ–შვილი და ძმები გიყვარდეს, ვითარცა თავი თვისი, კარგად იქცეოდე მათთან და სცდილობდე, რომ კეთილად გაზარდო შვილი შენი. რაც გმართებს სამსახური ხელმწიფისა, ანუ ბატონისა, სცდილობდე, რომ გარდაიხადო. ერთი სიტყვით, ისრე ატარებდე შენს ცხოვრებას, რომ ყოველმან კაცმან სთქვას შენზედ: იმ კაცს ღმერთი ახსოვსო და ნამუსი აქვსო.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები