ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სინანული
ზოგჯერ სინანული გაუჩნდება კაცს მარტო შიშისაგან, ეშინია – ღმერთმა არ დამსაჯოს ჩემი ცოდვებისათვის და ჯოჯოხეთში არ ჩამაგდოსო. რა უნდა ვსთქვათ ამისთანა სინანულზე? დასაწყისში ესეც კარგია. გარნა მარტო შიშით არ უნდა იყოს სინანული. უმეტესად ნაყოფიერი და ჭეშმარიტი სინანული სიყვარულითგან იშობა. თუ გსურს, ძმაო ჩემო, რომ სინანული შენთვის იყოს მეორე შობა და ჭეშმარიტი სინანული მართლა არის მეორე შობა, მზგავსად ნათლისღებისა. ეცადე რომ შენი სინანულიც იყოს ნაყოფი სიყვარულისა. სწუხდე და სტიროდე, რომ განეშორე ზიციერსა მამასა.