
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 53]
თემა:
აღსარება
ჭეშმარიტს აღსარებას წინა უძღვის ჩუმი, შინაგანი გამოკვლევა სულიერის მდგომარეობისა. აწ წინაპირველად
ჭეშმარიტს აღსარებას წინა უძღვის ჩუმი, შინაგანი გამოკვლევა სულიერის მდგომარეობისა. აწ წინაპირველად კაცი შეიტყობს, არა თუ მარტო იმას რა ცოდვა ქმნა, არამედ იმასაც, რა მიზეზისაგან წარმოდგნენ მისი ცოდვები, რა ხასიათი აქვს მათ და რა თვისებანი. მერმე თვითონვე გაამტყუნებს თავის თავს, შეწუხდება და მოინდომებს აღსარებას
|