მწუხარებას ღვთის განგება იყენებს, როგორც მორწმუნისათვის გამოსაცდელ და მოსამზადებელ საშუალებას

მწუხარებას ღვთის განგება იყენებს, როგორც მორწმუნისათვის გამოსაცდელ და მოსამზადებელ საშუალებას უმაღლესი სიკეთისათვის, სრულყოფისა და ნეტარებისათვის.
    ეს გამოცდა თვით გულთა მხილველი ღვთისათვის საჭირო არ არის, მაგრამ ადამიანისათვის, კი საჭიროა, რომელმაც თვით არ იცის, თუ რა მუშავდება მისი გულის სიღრმეში, და რა წარმოიშობა იქიდან (ფს. 67, 5-7) მწუხარების განვლის შემდეგ ხშირად მტკიცე სულიდან სიკეთის ნაპერწკლები იწყებს ნათებას, რომელიც უმისოდ არ აღიძვროდა.
    როგორი მძიმე და მრავალგვარი მწუხარება გადაიტანა თვით მოციქულმა პავლემ! მაგრამ მას შეწევდა გამბედაობა ეთქვა: მიხარის ვნებათა მათ შინა ყოფნა თქვენთვის (კოლას. 1, 24), და ეს შესაძლებელი იყო იმიტომ, რომ მას ესმოდა ნაყოფი კურთხეული და ნეტარი მწუხარებისა და ტანჯვა-წამებისა. ამრიგად, საყვარელნო, ადიდეთ მართლმსაჯულება ღვთისა, და თავმდაბლობით და სინანულით მიიღეთ დროებითი მისი სასსჯელი, რათა თავისი თავი იხსნათ მარადიული სასჯელისაგან, უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა გვამხილებ ჩვენ, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი ჩვენ (ისაია 37,2). ამინ.
 
თემატური კითხვები
0