მართლმადიდებელნო ქრისტეანენო! ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მის

მართლმადიდებელნო ქრისტეანენო! ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მის ცხოვრებაში და ჩვენს პირად ცხოვრებაშიც ერთი უდიდესი აქტია. მაცხოვრისათვის ნათლისღება არის მისი საზეიმო კურთხევა მსოფლიო შუამდგომლისა და წინამძღვრის დიდ თანამდებობაზე, - რამდენადაც ნათლისღებით დამთავრდა მისი კერძო ცხოვრება ნაზარეთში, და დაიწყო საზოგადოებრივი სამსახური კაცობრიობისათვის.
    ჩვენ პირად ცხოვრებაში კი ნათლისღება გასაღებია მორწმუნეთა საზოგადოებაში ჩარიცხვისათვის, ვინაიდან ნათლისღებით ჩვენ ვიწმინდებით საიდუმლოდ არა წყლით, არამედ ქრისტეს სისხლით, და სული წმიდის მადლით ქრისტეანებათ ვიხსენებით.
 
თემატური კითხვები
0