ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
ნაყროვანება მუცელღორობა
ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებანი, როგორიცაა საზრდელი და ხორციელი სიყვარულის უნარი, თავისთავად, არ
ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებანი, როგორიცაა საზრდელი და ხორციელი სიყვარულის უნარი, თავისთავად, არ არის ცოდვა. პირიქით, ამ თავისი ბუნებითი მიდრეკილებებით ადამიანს შეუძლია ადიდოს ღმერთი. შეიძლება თუ არა საზრდელის მიღებით ღმერთის დიდება? თავისთავად ცხადია, შეიძლება. ჩვენ ხომ გვასწავლის ეკლესია, რომ ჭამის წინ და ჭამის შემდეგ უნდა ვილოცოთ. რისთვის არის ეს საჭირო? ცხოველიც ხომ ჭამს, ჭამს ადამიანიც. მაგრამ თუ საზრდოს მადლიერებითა და ღმრთის დიდებით იღებ, მაშინ ჭამაც ღმრთის მსახურებაა. ვთქვათ, ცხოველი რაღაც საკვებს იღებს. ცხოვლმა არ იცის, რომ ეს საზრდო ღმერთისაგან მოცემულია. ნებისმიერი საკვები, ხილი იქნება თუ სხვა, ღმრთისგანაა მოცემული, ღვთის დიდი წყალობით გვეძლევა. განა სასწაული არ არის - ჩაარჭობ მიწაში ჯოხებს და ნაყოფს ისხამს. საოცრებაა, აბა რა არის! და როგორ არ უნდა ადიდო ღმერთი?! აბა შენ თვითონ თუ შექმნი ისეთ ჯოხებს, რომელსაც მიწაში ჩაარჭობ და ნაყოფს მოისხამს? განა შეიძლება, იღებდე ამ სასწაულებრივ საზრდელს და მადლიერი არ იყო ღმრთისა. თუ ამგვარი განწყობით ჭამს ადამიანი, რა თქმა უნდა, საკვები მადლმოსილი იქნება, ღმერთი მას აკურთხებს. შენთვის კი საზრდელის ამგვარი მიღება ღმერთის მსახურებად იქცევა. აი, როგორ შეიძლება საზრდელით ვადიდოთ ღმერთი. ნაყროვანებით კი ჩვენ ღმერთს ვკარგავთ.
თვიზნად ქცეული ნაყროვანება ჭამაა, ჭამაა - ჭამისათვის! ნაყროვანებისგან კი მარხვა გიცავთ, ოღონდ მარხვა, და არა დიეტა, რომელიც არის შიმშილი გარეგნული სილამაზისათვის, ან ფიზიკური ჯანმრთელობისათვის, და ხვა არაფერი. დიეტისათვის, დიეტის დასაცავად უფრო მარდია ხოლმე ადამიანი. აი, ეკლესია რომ შესთავაზებს, ღვთის სადიდებლად და ღვთის სიყვარულით შეუდექი მარხვასო, უარს ამბობს: აბა, ხორცი თუ არ ვჭამე, ისე როგორ იქნება, ხომ დავსუსტდი, და ა.შ. მიზეზი არ დაელევა. ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ღმერთს კარგავს საჭმლის გამო, ხოლო ღმრთის მადიდებელი ადამიანი საჭმლითაც ღმერთს ადიდებს და უფალს მოიპოვებს.

|