ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
ნაყროვანება მუცელღორობა
ერთი რამ უნდა ვაცნობოთ ნაყროვანს: ის თავის თავს სიტყვიერად და გონიერად გონებს, და პირუტყვისაგან უფრო
ერთი რამ უნდა ვაცნობოთ ნაყროვანს: ის თავის თავს სიტყვიერად და გონიერად გონებს, და პირუტყვისაგან უფრო სიხენეშეში არის. პირუტყვთა როგორც ღმერთმა გაუჩინა საზრდელის მიღება, ისინი ისე მიიღებენ. ნაყროვანნი ღვთის განჩინების მსგავსად არ მიიღებენ საზრდელს; ღმერთმან ამისთვის მოსცა საზრდელი და ამისთვის განუჩინა ხორცის არსება კეთილად დაცულ იქმნას. ნაყროვანი არსების დამცველად არ ხმარობს საზრდელს, უფროსად სულთა და ხორცთა მავნებლად, ვითარცა ზემო ვთქუ. კაცს რომ საზრდელი მოსცემია ღვთისაგან, ნაყროვანი ისე არ ხმარობს საზრდელს; მოცემულისაგან გარეშე სხვად რადმე ბოროტად ჰხმარობს. ღმერთმან კაცს საზრდელი მისაღებელად მოსცა, ვითარცა ჰრქუა ადამს: "ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა". უფლისა სიტყვა ასე არის: "სჭამდე"; ნაყროვანი რომ მიიღებს, მას ჭამა არ ეწოდება, ვითარცა იტყვის მახითარ ფილოსოფოსი: "ნაყროვანთა ამისთვის ეზიდწოდა ნაყროვან, ვინათგან შთაყრიან ნაყარსა მუცელთა შინა თვისთა". სიტყვიერმან კაცმან ჭამა არ უწყოდეს, საძაგლად რადმე ჰყრიდეს თავის თავში, ამისგან უფრო უშუერი რა უნდა იქმნეს! მაგრამ უდიდესი და უსაშინელესი უშუერება სჩანს ნაყროვანისა შორის; ეს უშუერება სჩანს: ნაყროვანი ყოვლითურთ ეშმაკის მსგავსი არის; ეშმაკს ღვთის მცნება (ესე იგი მარხუა) სძაგს; ეშმაკს სძულს კაცი, ნაყროვანსაც სძულს კაცი ამის შიშისათვის - საზრდელი არ მოუღოს; ეშმაკი ღვთისა მიერის ნათლისაგან ილტვის და ჰსძულს; ნაყროვანიც ნათლისაგან ილტვის და ჰსძულს.
|