არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა: დრო

დრო ჩვენი ყოფის მუდმივი ფაქტორია, თუმცაღა ანტიკურმა და თანამედროვე ფილოსოფიამ ამ ფენომენის

დრო ჩვენი ყოფის მუდმივი ფაქტორია, თუმცაღა ანტიკურმა და თანამედროვე ფილოსოფიამ ამ ფენომენის დამაკმაყოფილებელი განმარტება ვერ მოგვცეს. ცნების განსაზღვრა მისი დამახასიათებელი თვისებების დაძებნას ნიშნავს, დროს კი არც ბუნება აქვს და არც თვისება, გარდა ერთი - შეუქცევადობის თვისებისა. ფილოსოფოსები, რომლებიც ამ პრობლემას ეხებოდნენ, ან უკან იხევდნენ, აღიარებდნენ რა თავიანთ დამარცხებას, ან ერთი უცნობის მეორე უცნობით განსაზღვრას ცდილობდნენ; ანდა, უკეთეს შემთხვევაში ფილოსოფიური განსჯის ენას პოეზიის ენით: ალეგორიით, მეტაფორით, ირიბი ნათქვამით, ანუ ძველ მოაზროვნეთა სახისმეტყველებით ცვლიდნენ
 
0