
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო:
ქადაგებები, სტატიები 1 - არქიმანდრიტი რაფაელი [გვ. 55]
თემა:
დრო
დროის შესახებ ღმრა მოსაზრებები აქვთ გამოთქმული პლატონს და ნეტარ ავგუსტინეს. დიალოგებში პლატონი
დროის შესახებ ღმრა მოსაზრებები აქვთ გამოთქმული პლატონს და ნეტარ ავგუსტინეს. "დიალოგებში" პლატონი აღნიშნავს, რომ სამყაროს შექმნამდე დრო არ არსებობდა. მარადისობაში არსებობდა ღმრთაებრივი იდეა, როგორც კოსმოსის ნიმუში. დრო წარმოიშვა სამყაროს შექმნასთან ერთად და იგი მარადისობის აჩრდილი და მსგავსებაა მხოლოდ. დრო შეიქმნა ზეცასთან ერთად, რათა ისინი, ერთდროულად გაჩენილნი ერთდროულადვე მოისპონ, თუკი მათთვის დადგება აღსასრული (ზეცად პლატონი კოსმოსს გულიხმობს). პლატონის შეხედულებები დროის ფენომენის შესახებ ემთხვევა ფარდობითობის თეორიის დებულებებს. ეს თეორიაც შეუძლებლად თვლის დროის არსებობას ქვეყნიერების შექმნამდე, სხვაგვარად, დრო მას დროებითად მიაჩნია. პლატონის სწავლებით, მზე, მთვარე და ვარსკვლავები შექმნილია დროის განსაზღვრისათვის, ვით მისი "დარაჯები და მცველები". აქ პლატონი თითქმის სიტყვა-სიტყვით იმეორებს მოსეს (ქრისტიანობის აპოლოგეტები თვლიდნენ, რომ ძველი ფილოსოფოსები იცნობდნენ მოსეს ხუთწიგნეულს)
|