ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ღმრთისმშობელი
რით და რისთვის მიიღო ქალწულმა მარიამმა ეგოდენი მადლი ღვთისა, რომ იქმნა აღრჩეული მთელი კაცობრივისა ნათესავისაგან მსახურებად ღვთის განხორციელებისა? მართალია, იგი იყო შემკული ყოვლითა სათნოებითა, რა ზომადაც შეიძლება კაცის ბუნებისათვის, ისე რომ, ვიდრემდის ახარებდა მას მთავარანგელოზი, იგი კიდეც იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. გარნა ყოველთა მისთა ნიჭთა და მადლთა და სათნოებათა შორის უდიდესი და უსანატრელესი იყო მისი სიმდაბლე და სიმშვიდე.