
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 338]
თემა:
პირჯვრისწერა
ლოცვაში ჩვენ, ქრისტიანენი, ვხმარობთ პირჯვრის წერას. პირჯვრის წერა, ვსთქვათ, არ არის უმთავრესი
ლოცვაში ჩვენ, ქრისტიანენი, ვხმარობთ პირჯვრის წერას. პირჯვრის წერა, ვსთქვათ, არ არის უმთავრესი მოვალეობა, არამედ მცირედია. შეიძლება კაცი პირჯვარს არ იწერდეს, მაგრამ გული ჰქონდეს ღვთისადმი მიქცეული მდუღარითა ლოცვითა. გარნა, შეგვიძლია პირდაპირ ვსთქვათ, რომ ვინც პირჯვარს იწერს დაუდევნელად, უგემურად, დაზარებით, იგი ამით წაახდენს თვისსა ლოცვასა.
|