
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
განრისხება
გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ. მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქვენსა. როდესაც გესმის, ძმაო ჩემო, ეს
„გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ. მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქვენსა“. როდესაც გესმის, ძმაო ჩემო, ეს სიტყვები: „გული გიწყრებოდეს“, არ იფიქრო, რომ მოციქული პავლე წყრომის და მრისხანების ნებას გაძლევდეს. რადგანაც იმან იცის, რომელ ჩვენი დაცემულის ბუნებისათვის შეუძლებელია ზოგჯერ მაინც გულისწყრომა არ მოუვიდეს კაცს, ამას დაგითმობს და გეტყვის: რადგანაც შეუძლებელი არისო გული არ გიწყრებოდესო, იმოდენა მაინც ეცადე, რომ ცოდვად არ გადიქცეს გულისწყრომაო.
|