დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ხშირად ზიარებისათვის ვეზიარებით. მიზანი კი ერთადერთია - ცხონება, ანუ

სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ხშირად ზიარებისათვის ვეზიარებით. მიზანი კი ერთადერთია - ცხონება, ანუ დაბრუნება იქ, სადაც იყო ჩვენი დიდი წინაპარი - ადამი, დაბრუნება სამოთხეში - ეს არის ცხონება. სამოთხე არის არა რაღაც განყენებული კომფორტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ცოდვილმა ადამიანმა იგემოს, არამედ სამოთხე, რომელიც უპირველეს ყოვლისა, არის მარადიული პიროვნული ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან და, აქედან გამომდინარე ყოველგვარი სიკეთე, ბედნიერება, ნეტარება, გნებავთ თვით ის კომფორტიც, რაც თან ახლავს ღმერთთან ურთიერთობას. მაგარამ, ისიც ცხადია, რომ ადამიანი სამოთხეს ვერ დაიმკვიდრებს, თუ ღმერთთან ყოფნა არ სურს და არ შეუძლია.
 
0