ავტორი:
იოვანე ბოლნელი
თემა:
სათნოებები
ხოლო უკეთუ შეიმოსოთ სათნოებაი ღმრთისაი და ყოველი განზრახვაი განვიშოროთ, მაშინ გესმეს, რამეთუ:
ხოლო უკეთუ შეიმოსოთ სათნოებაი ღმრთისაი და ყოველი განზრახვაი განვიშოროთ, მაშინ გესმეს, რამეთუ: "რავდენი-იგი ჰყავთ ერთსა მცირეთაგანსა ზედა, იგი მე მიყავთ". ხოლო შენ, რაჟამს იქმოდი ქველისსაქმესა შენსა, ნუ ჰქადაგებ წინაშე კაცთა, ვითარცა იგი ორგულთა და ფარისეველთა ყვიან, რამეთუ უყუარნ მათ, შორის ერსა და შორის უბანთა და შესაკრებელთა ზედა ყივიედ, რაითამცა იდიდნენ კაცთაგან. მართლად გეტყვ თქვენ, რამეთუ მათაგნ მიიღიან სასყიდელი მათი. ჰოი, საყვარელნო, რაისათვის განიბნევის ცუდად, იდესღა სასყიდელი არა არს ზეციდ გარდამო? რაისათვის დაეთესვის, რომელ-იგი არა აღმოცენდების; დაენერგვის, რომელსა ნაყოფი არა აქუს? ხოლო შენ რაჟამს იქმოდი ქველისსაქმესა შენსა, ნუ აგრძნობ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯვენე შენი, რაითა იყოს ქველისსაქმე შენი დაფარულად და მამაი იგი შენი, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.
|