თემა: რწმენა

და რომ ყოველი კაცი თავისი გულის საწადელსა და ნდომით სააწრველსა ავათა და ბოროტად არა ხედავს, სცთება

და რომ ყოველი კაცი თავისი გულის საწადელსა და ნდომით სააწრველსა ავათა და ბოროტად არა ხედავს, სცთება და ეს უნებური ცოდვა არის და ადვილად მისატევებელიცა. და თუ ბოროტად ხედავს და თავისის თავის უკადრისად სცნობდეს, არათუ იკადრებს ამ საქმის მოგონებასა და ქმნასა, არამედ არცაღათუ მიხედავს და იმ თავისის გულის აზრსა არც პირად გამოიღებს და არცფ საქვეყნოდ გამოჰფენს. იმიტომ, რომ სირცხვილი და კაი კაცობის საზრახი შიში კარის მცველებათ უდგანან ნიადაგ, დღე და ღამე, სიკვდილამდის, ყოველს კაცსა. მაგრამ რომ სატანას ბირებასა და იმის მტერობით ვეზირობასა ანაზდად და მალე ვერა ვსცნობთ და არც ჩვეულებად გვაქვს სჯულის დადებულის ყოვლის საქმისა სიფრთხილითა და ღვთისმოშიშებით გაჩხრეკა და ისე საქმის ხელის მიყოფა, ამიტომ სცდებით და სტყუვდებით, დაბოლოს, სასინანულოდ ვიხდით ჩვენგანვე ნაქმარს საქმეებსა და მერმე ვნაღვლობთ და ვწუხვართ და ვეღარს უშველით კი და ვეღარც გამოვაბრუნებთ ერთხელ დაჟინებით წამხდარსა. და ამაში არის უპირველესი მიზეზი, რომ ღვთის სარწმუნოება ცივად გვიჭირავს. და თუ რომ ისე იყოს აღტყინებული ჩვენი სარწმუნოებაცა, როგორც რომ დანიელ წინასწარმეტყველისა იყო აალებული და წმიდათ სამთა ყრმათა, მაშინ ღმერთს შევიწევდით და ვეღარცარას ლომები რასმეღა დაგვაკლებდნენ და ვეღარცარას ბაბილონის მინდორში დეირის სახმილი, სამოცდა ათსა წყრთაზე ალით ამაღლებული, ყოველსავე ჩვენს საქმეებში.
 
თემატური კითხვები
0