
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: სასოწარკვეთილება
ზოგჯერ არ ვიცით, რომ ცოდვილნი ვართ. ისეც ხდება ხოლმე, რომ სიქას ვიცლით ზრუნვითა და შრომით, ვეფლობით გადაჭარბებულ მწუხარებაში, სასოწარკვეთილნი თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობთ. ყოველივე ეს უდიდესი ცოდვაა უფლის წინაშე, რამეთუ სიცოცხლე ღმრთის უდიდესი საჩუარია, ხოლო ჭირი და მწუხარება ჩვენზე მისივე ნებით დაიშვება, რითაც უფალი წვრთნის ჩვენს სულს მარადისობისათვის. ჩვენ კი სევდითა და სასოწარკვეთილებით, უფლის კეთილზრახვათა მცირედი რწმენით ამქვეყნიურ ჟამს ვიმოკლებთ, ვინადგურებთ ჯანმრთელობას, ვიხშობთ სასუფევლის კარს.