ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: სხეული
ვინაიდან ჩვენი სხეული არის ტაძარი სულისა წმიდისა, ამიტომაც ქორწინებისა და ქალწულების უბიწოების შებღალვა განაგდებს ღვთიურ სულს ჩვენი სხეულიდან და ადგილს უთმობს ეშმაკს. უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია იმათ, ვინც ქრისტიანად ვიწოდებით, რამეთუ გამოსყიდული ვართ ფასდაუდებელი სასყიდლით – ძე ღვთისას უმანკო სისხლით, რათა სულითა და ხორცით ვემსახუროთ ღმერთს. მაშ, როგორ შეურაცხვყოფთ ჩვენ უფალს, როდესაც მის მიერ სიწმინდისათვის (სიწმინდის ჭურჭლად) შესყიდულ ჩვენს სხეულს შევბღალავთ ავხორცი გულისთქმებით. „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღვთისანი ხართ, და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქვენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაი განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმთისაი წმიდა არს; რომელ–ეგე ხართ თქუენ“ (I კორინ. 3.16–17). ყოველივე ეს კაცობრიობის ისტორიით დასტურდება; ამ ცოდვის მეტისმეტად გავრცობის გამო ადამის მოდგმა წარღვნით დაისაჯა; საშინელი იყო ორი უმდიდრესი ქალაქის – სოდომისა და გომორის აღსასრული, თავიანთი გარყვნილებით ამ ქალაქთა მცხოვრებლებმა აღავსეს უფლის ხანგრძლივი მოთმინების ფიალა.