ცანი ნიშნავს სასუფეველს... ქრისტე ღმერთმა ჯერ შექმნა სასუფეველი, ცანი რომ გავიაზროთ რა არის

ცანი ნიშნავს სასუფეველს... ქრისტე ღმერთმა ჯერ შექმნა სასუფეველი, ცანი რომ გავიაზროთ რა არის ნათქვამი? "ცანი განიხვნა", ცა კი არ გაიხსნა... აი, როგორ განმარტავს სულხან-საბა ცას და ზეცას. ცა მარტივად რომ ვთქვათ არის ზეაღსახედი - ის რაც ზევით სჩანს, უფრო ღრმად კი ცაი არს გარეშემცველი ყოველთა დაბედებულთა და შექმნილთა ნივთიერთა, რაც შექმნილია ხილულ სამყაროში, ხოლო ცას მოიცავს სასუფეველი სასუფევლისგან არის მოცული და არს საყოფელი ანგელოზთა და წმიდათა.
    ხოლო ღმერთი არს ყოველთა შემცველი და გარეშემომწერელი, ხოლო სასუფეველს მოიცავს ღმერთი, რომელიც თვითონ არავისგან არ არის გარეშემოწერილი... ცას ოთხი სტიქიისაგან ნაწარმოებად მიიჩნევენ. ტრადიციული აზრი ღვთისმეტყველებისა არის ის, რომ ცანი შეიქმნა ისეთივე მატერიისაგან, როგორც ქმილებანი დედამიწაზე, ამიტომაც ამბობს პეტრე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეში, რომ როცა უფალი მოვა და განიკითხავს ამ სოფელს, ცას და ქვეყანას თითქოს გადაადნობს, კი არ მოსპობს, იმ ოთხ სტიქიას, საიდანაც სამყარო აწარმოა, არამედ ის გადაადნობს და ახალ ფორმას მიანიჭებს. არისტოტელე ამბობდა: "ფორმა ფორმაა ფორმის შესახებ". ე.ი. ფორმაში გამოხატული არის არსი. ის, რომ უფალი გადაადნობს და ახალ ფორმას მიანიჭებს, ნიშნავს იმას, რომ არსებითად შეიცვლება ადამიანი. წმ. ბასილი დიდის მიხედვით სამგვარ შექმნას ვიცნობთ, პირველი, როცა არაფრისაგან ღმერთმა სულიწმიდის მადლით შექმნა ცანი და ქვეყანა, ანგელოზი და ადამიანი. მეორე, როცა იორდანეშიგანაახლა ადამიანი და სამყარო, რადგან პავლე მოციქული ამბობს: რამეთუ ადამიანს სისხლხრწნილებისაგან გამოიხნას თვითქმნილება. ელოდება, რატომ ელოდება? იმიტომ, რომ უხრწნელი იყო ადამიანი, მას ემორჩილებოდა ყოველივე, ადამი დაეცა და ხრწნილება შევიდა ფლორაში, ფაუნაში და ყველგან, ანუ სამყაროში. ადამიანის გამოსყიდვა მოასწავებს, როგორც პეტრე მოციქულმა გვითხრა, სამყაროს განახლებას, უხრწნილებას, ადამიანური ენით რომ ვთქვათ, მარადისობაში შესვლას. ქვეყანა არის მრგვალი და გარეშესული ჰაერისაგან, ხოლო ჰაერი გარეშესულია ეთერისაგან, ხოლო ეთერი მთვარის ცისაგან, რომელსაც ძველ-ქართულად ჩირანი ეწოდება. ცხრა ცა არის ჩამოთვლილი ძველი ქართული სახელებით, ესენი ერთმანეთს რომ მოიცავენ. ხოლო ამ ცხრა ცას მოსდევს ვარსკვლავთა ცა, ასტრალური ცა, რომელიც ბრუნავს, მიმოიქცევა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, მერმე მეორე მძვრელი ცა: ისიც იძვრის. მერმე პირველი მძვრელი ცა, რომელიც ყოველივე ცას გადააბრუნებს აღმოსავლეთიდან დასავლეთით მსგავსი არს ბროლისა ეს პირველი მოძრავი ცა ყველას გადააბრუნებსო, ხოლო გარეგანი ცაი არს სამყარო. "სამყარო" სიტყვა იმ ცის სახელწოდებიდან მოდის, სამყარო, რომელიც შესრულ არს არს სასუფევლისაგან. ხოლო იმ გარეგან ცას მოიცავს თითონ ცათა სასუფეველი. არის ისეთი ქართული სიტყვა, ცის კარი, ეს არის საღვთისმეტყველო სიტყვა, ცისკარი სხვანაირად, ძველი ქართულით არის ცის საქანელი. ცის საქანელი ნიშნავს ზეცის კარს. ე.ი. რა ხდება, როცა "ცანი განიხვნა" ამით ნათქვამია, გაიღო ცხრა ცა, გაიღო ბროლის ცა, გარე ცაც და როცა გაიღო გარე ცაც ანუ ცის საქანელი ცისკარი, მაშინ გარდამოვიდა სულიწმიდა... ამით უნდა აჩვენოს ყოვლადწმიდა სამებამ, რომ სულიწმიდის სავანე არის ზეცა და არა ცა
 
0