
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა:
კალენდარი
კალენდარი არის დროის გამოთვლის სისტემა, დროის რიტმების გამოვლენის, დროის მოდელის, სახის, მისი
კალენდარი არის დროის გამოთვლის სისტემა, დროის რიტმების გამოვლენის, დროის მოდელის, სახის, მისი პერიოდული სისტემის შექმნის ერთ-ერთი ცდა. კალენდრის შექმნისთვის იღებენ სხვადასხვა ორიენტირს, რომელთაც პირობით მყარ ორიენტირებად თვლიან. კალენდარი მხოლოდ მეცნიერების პროდუქტი, მხოლოდ მათემატიკური გამოთვლების ცხრილი როდია, არამედ დროის რელიგიური და ფილოსოფიური გააზრებაც, გადმოცემული მათემატიკის ენით. დროის სიზუსტის შესახებ ლაპარაკი შეუძლებელია. ეს გაუგებრობაა, რაც ჩვენ მიერ, ჩვეულებრივ, უკვე აღარ აღიქმება უაზრობად - დროის მთავარი და იმავდროულად ერთადერთი თვისება ხომ მისი განუმეორებლობაა. მეორდება არა დრო, არამედ მისი პირობითი გაანგარიშებები და ორიენტირები; კერძოდ, ხდება კოსმიური სხეულების კარტოგრაფიული გამეორება გარკვეული პერიოდების შემდეგ, რასაც პირობით ვიღებთ დროის პირობით მაჩვენებლებად და ეტაპებად. მაგრამ დროის კოსმიურ ორიენტირთა სივრცობრივი დამთხვევაც კი მოჩვენებითი და ილუზორულია, რადგან მთელი კოსმოსი განუწყვეტლივ მოძრაობს.
|