ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებმაც ამ წუთისოფელში მართალი ადამიანების ცხოვრებით იცხოვრეს, საშინელ

ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებმაც ამ წუთისოფელში მართალი ადამიანების ცხოვრებით იცხოვრეს, საშინელ სამსჯავროზეც ჩვეული თავმდაბლობით გამოიჩენენ თავს და ჰკითხავენ მიუკერძოებელ მსაჯულს: - "უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი, და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარედ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ?" უფალი უპასუხებს მათ: - "თქვენ ამას აკეთებდით მაშინ, როცა თქვენ შეეწეოდით ჩემს უძლურ ძმებს, მიუსაფრებს, გლახაკებს. ამას თქვენ აკეთებდით ჩემი გულისათვის". უფალი ამის შემდეგ მიუბრუნდება თავის მარცხნივ მდგომთ, ცოდვადდაცემულთ: "წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთა" (მთ. 25, 41), რადგან თქვენ ამ წუთისოფელში ცხოვრობდით ამქვეყნიური ცხოვრებით, მხოლოდ თქვენი სიკეთისათვის და ამით ემსახურებოდით ეშმაკს. ყოველივე ამას მოჰყვება მიუკერძოებელი მსაჯულის განაჩენის აღსრულება - ცოდვილნი დაიმკვიდრებან საუკუნო სატანჯველს, მართალნი კი - ნეტარებას საუკუნო სიცოცხლეში.
 
0