თემა: სიმდიდრე

აზრი სიმდიდრის მიმნიჭებელისა შენდა ღვთისა, მდგომარეობს იმას ზედა, ჰოი კაცო, რათამცა იხმარო შენ იგი

აზრი სიმდიდრის მიმნიჭებელისა შენდა ღვთისა, მდგომარეობს იმას ზედა, ჰოი კაცო, რათამცა იხმარო შენ იგი თავისა შენისათვის რაოდენიცა გესაჭიროების, ხოლო გარდამატებულისაგნ რითამცა განუყოფდე გლახაკთა, ღმერთმან მოგანიჭანა შენ ესოდენნი კეთილნი ამისთვის, რათა შენცა მისცემდე უღონოთა, (კათოლ. პავლე, თავი 4) ვითარცა იგი კეთილ;ი მნე კაცად კაცადმან ვითარცა იგი მიიღო ეგრეთვე ურთიერთარს მისცემდით მათ ვითარცა მნენი კეთილნი.
    ღმერთმან მოგცნა შენ მრავალნი და სხვასა მცირე ანუ სრულებით არარა ამისთვის რათამცა კმაყოფილყვანე იგინი შენისაგან გარდამატებულისა. ესრეთ იტყვის პავლე "რათა გარდამეტებული იგი შენი იყოს ნაკლულევანებისა მათისა".
    ღმერთმან დაგაწესა შენ სიმდიდრესა შინა, ხოლო სხვანი სიგლახაკესა შინა და სიობლესა, რათა შენ იყო ხელის ამპყრობელი გლახაკთა და შემწე ობოლთა, ესრეთ იტყვის სული წმიდა ფსალმუნთა შინა: (ფსალმუნი 9) წინაშე ღვთისა (სიტყვისაებრ დიდსა ვასილისა) არ არაი ესრეთ პატიოსან არს, და არარა ესრეთ უძვირფასეს ვითარცა კაცი გლახაკი და მხოლოდ რომელ დაუტევებიეს იგი ხელსა შინა შენსა ქვეშე შეურაცხებისა, თვით რაცხავს მათ ყოველთა ძმად თვისად და ამისთვისაცა გამოუცხადებს ყოველთა ვითარმედ რაოდენსაცა მოწყალებასა და კეთილმოქმედებასა აჩვენებ გლახაკთა იგი კეთილმოქმედება გიჩვენებიეს ღმერთსა ზედა, თვით ეისოსადმი (მათე 25) "რაოდენი ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა იგი მე მიყავთ": ამით გულისხმა ვყოთ ჩვენც, რაოდენ თანამდებ ვართ ზრუნვად გლახაკთათვის, და შეწევნად მათდა, რომლისთვისაცა ნატრის მეფსალმუნე (ფსალმუნ. 40) ნეტარ არს რომელ გულისხმაყოს გლახაკისა და დავრდომილისა, გარნა სიმდიდრის მოყვარემან არა უწყის კეთილი თავისა თვისისა, ამისთვის რომელ იგი არს უგუნურ ესრეთ სახელ სდებს მას სიტყვა ღვთისა: ჰოი სიმდიდრისა მოყვარეო, რაზომცა იყო შენ მდიდარი და რაზომცა უგუნური გარნა ისმინე კვალადაც: "სარწყულ არს ადგილი იგი და ფიცხელ სადაც ცხოვრობ შენ და არ არის არცა ერთი წვეთი წყალი სასმელად შენდა და მეზობელთა შენთა, და ესრეთ იტანჯებით შემწველითა ალითა წყურვილისათა სიკვდილამდევ გარნა აჩვენა ღმერთმან გარდამატებული მოწყალება თვისი რომელ აღმოაცენა მან წყარო მრავალწყლოვანი გრილი და კეთილი, თქვენთვის, დაცვად სიცოცხლისა თქვენისა გარნა აღმოაცენა წყარო ერთი დიდი მხოლოდ ადგილსა ერთსა, რომელ არს ეზოსა შინა შენსა, და არა განყო მან იგი, რათა აღმოვიდოდეს, თუმცაღა წვეთი ერთი, გარნა ყოველსა ეზოსა შინა, არა აღმოადინა წყარო დიდი და საკმაო ერთსა ადგილსა, რომელ არს მამულსა შინა შენსა, ახლა რაისა თანამდებ ხარ შენ, ჰოი კაცო, ესოდენისა მოწყალებისა ღვთისა გამოცხადებისა ზედა? სუ შენ წყაროსა მისგან რაოდენიცა გსურს შენ და მიეცა წყალსა მისგან სასმელად მოწყურებულთამეზობელთა შენთა, წყარო იგი არა საკუთარი ნაყოფი არს შრომისა შენისა, არამედ ნიჭი და წყალობა ღვთისა, მრავალ არს წყალი იგი შენთანა, საკმაო არს სახმარად სახლისა შენისა, სასმელად პირუტყვთა შენთა და სარწყავად ბაღისა შენისა და გარდამეტებულიიგი მიეც მოწყურებულთა მეზობელთა შენთა, რომელთაცა განხმელნი სასანი აღმოუტევებენ შენდამი სალმობიერსა, ხმასა ვედრებისასა, სუან მეზობელთაცა შენთა გარდამატებულისაგან შენისა და უკეთუ არა რასათვის დაითხიოს იგი უხმარად; რასთვის იგი წარვიდოდეს უქმად და შთავიდოდეს ზღვასა შინა და მეზობელნი შენნი აქა მოსყდენ წყურვილითა, რომელთაცა არა აქვსთ ერთი წვეთი წყალისა. ესე არა არსა გამოუთქმელი უგლიმობა და უკაცობრიობა შენი ჰოი სიმდიდრის მოყვარეო.
 
თემატური კითხვები
0