თემა: სიმდიდრე

და უკეთუ სიმდიდრესა მას სიძვირითა შენითა იპყრობ თავისად და არა მისცემ ვითარცა ყრმად წოვნად მისგან

და უკეთუ სიმდიდრესა მას სიძვირითა შენითა იპყრობ თავისად და არა მისცემ ვითარცა ყრმად წოვნად მისგან სხვათაცა, იხილე ვითარმე უბედურებასა მოქმედებ, მოკვდების იგი რომელიმე გლახაკი შიმშილითა, ანი სიტიტვლითა ამისთვის რომ არა აქვს მას არცა საჭმელი, არცა შესამოსელი. შთავარდების იგი ვინმე უქონელი ქალწული მრუშებასა შინა, ამისთვის რომ არა აქვს მზითევი, რომლითაც შეიძლოს სჯულიერისა ქმარისა, იძულებულ იქმნების იგი ვინმე ობოლი მოარაოდ. ამისთვის რომელ არა აქვს რაიმცა მიუზღო მოვალეთა თვისათა, ხოლო ამათა ყოველთა ბოროტი მიზეზი არავინ არის სხვა, არამედ შენ ამისთვის რომელ მიღებული ღვთისა მიერ საზრდელი მათი იპყარ შენდა, და არა განუყავ მათ ნებისაებრ ღვთისა. იპყარ შენდა ყოველი შნდა სიძვირითა შენითა ვითარცა დედამან რძე ძუძუთა შინა და რაიმე სარგებელი პოების ამას მიერ ვინათგან რაოდენიცა ძუძუი იქვნების წონვნილ ყრმათა მიერ ეგოდენივე განმრავლების რძეი მათ შინა და უკეთუ არა იწორს იგი განხმელი სრულიად. რაოდენ მოხმარებულ იქმნების სიმდიდრე შენი, გარდაემატების უმეტეს იტყვის მაცხოვარი "მიეც და მოგეცეს თქვენ" საწყაული შეყრილი და დატენილი და ზედა გარდათხეული და უკეთუ არა, ყოველნი მდიდარნი დაგახაკეს და შემშინეს უეჭველად. ყოველი ძუძუ თვინიერ წოვისა განხმებიან უეჭველად: იტყვის ნეტარი ვასილი "სიმდიდრე უკეთუ არა არს მოძრაობასა შინა, უხმარ არს იგი". ხოლო მოძრავი და მოხმარებული ყოველთათვის სახმარ არს და ნაყოფიერ.
    /ლაზარეს ცხოვრებაში/ რაოდენ მისცემ შენ ეგოდენ მიცემული და შენგან ას წილად მობრუნდების შენდავე, მიეც შენ ერთი, ხოლო ღმერთი შენ მოგცემს ასსა. "ას წილად მიიღოს, ესე არს ნაყოფი საკვირველი მოხმარებულისა სიმდირისა: არა ვიტყვი მე მხოლოდ მდიდართათვის, არამედ ყოველთა რომელსაც არა იგი აქვს მიეცით. და ას წილად მიიღოთ".
 
თემატური კითხვები
0