ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
სიმდიდრე
ეგრეცა, რომელი იუნჯებდეს თავისა თვისისა და არა ღვთისა მიერ გამდიდრდებოდეს (ლუკ. 12, 20-21). რას
"ეგრეცა, რომელი იუნჯებდეს თავისა თვისისა და არა ღვთისა მიერ გამდიდრდებოდეს" (ლუკ. 12, 20-21). რას ნიშნავს ღვთის მიერ გამდიდრება? ამ მცნების მოკლე განმარტებისათვსი შეიძლებოდა მიგვეთითებინა ჩვენი მორწმუნე ხალხის ჩვევაზე. ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ ტაძრის ახლად აშენებაზე, გინდ მის განახლებაზე, მის კეთილმოწყობაზე, მორწმუნენი არაიშვიათად შეწირულობას აკეთებენ. ამსთან ზოგი წირავს ნაწილს იმისას, რითაც ის მდიდარია, ზოგიც პირადი უსასყიდლო შრომით ემსახურება მას, რაც აგრეთვე მის საკუთრებას შეადგენს, მერე რა? ღვთისათვის ამ სახით თავის სიმდიდრისა და შრომის შემწირველი, ღარიბდება, თუ მდიდრდება? უფლის სიტყვით გეტყვით, - მდიდრდება. ყველაფერი ეს ღვთის მიმართ შეწირული არ იკარგება, არამედ ინახება საუკუნო მიგებისათვის, გინა ნეტარებისათვის. ღვთისა მიერ გამდიდრებაზე თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის შემდეგს: განყიდენით მონაგებნი თქვენნი, კეთილი საქმე აკეთეთ, და ჰქმენით თავისა თქვენისა საფასე, რომელი არა დაძველდეს, არამედ ინახებოდეს, როგორც მოუკლებელი საუნჯე თქვენთვის ცათა შინა (ლუკ. 12-33) თუ თქვენი აზრი ვერ ეთანხმება ქრისტეს სიტყვას, და კიდევ ზემდგომ განმარტებას მოითხოვს, მაგალითად; როგორ შეუძლიათ ზეციურ საუნჯეთ რომ დაისახოს ჩვენ მიერ მათხოვრისათვის მიცემული დახმარება? ამაზეც იძლევა უფალი მორწმუნეთათვის განმარტებას სხვა მისი წარმოითქმული სიტყვით, როცა ამბობს: რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ (მათ. 25, 40) ამ სიტყვებს შენ, ქრისტეანო, შეგიძლია შეხედო, როგორც სესხის ბარათს, რომლითაც უფალმა თავი თვისი დაივალდებულა შენთვის ყოველივეში, რაც რამ სამადლო საქმე შენ გიყვია, საჭიროებაში მყოფ შენი მოყვასისათვის.
ქრისტემ მიერ საყვარელნო! გამდიდრდით ღვთისა მიერ ნაწილობრივი თქვენი სიმდიდრით მაინც, ღვთის სათნო და კაცთმოყვარული საქმეების გამოჩენით. მონაგები კი ეცადეთ, რომ ყოველ შემთხვევაში მარტო საკუთარი თავისათვის არ შეიკრიბოთ, სიმდიდრის დაგროვების მიზნით მისი ფუფუნებაში, განცხრომაში და დიდებისმოყვარულობაში გამოყენების მიზნით, და მონაგებს ყოველთვის აკურთხევდით, როგორც ზეგარდმო მადლით მოცემულს. ამინ.

|