ავტორი:
ფილადელფოს კიკნაძე
თემა:
სიმდიდრე
თუმცაღა მდგომარეობა მდიდართა მდგომარეობისაგან გლახაკთასა, ხილულითა ამით თვალითა ფრიად განსხვავებულ
თუმცაღა მდგომარეობა მდიდართა მდგომარეობისაგან გლახაკთასა, ხილულითა ამით თვალითა ფრიად განსხვავებულ არს, გარნა მყოობადობასა შინა საუკუნესა, მიხვედრისამებრ წინასწარი მცნებელობისა ღვთისა მდგომარეობა ორთავე ერთ არს.
(ფონი 48): "ერთბაშად მდიდარნი და გლახაკნი". ღმერთმან ერთსა ზედა გზასა დაადგინა მდიდარი, ხოლო მეორესა ზედა გლახაკი: მდიდარი დაადგინა გზასა ზედა ფართოსა, მშვენიერსა და დიდებულსა, ხოლო გლახაკი იწროებითსა და მდაბალსა გარნა ნებავს ღმერთსა რათა ორნივე იგი გზითა თვისითა მისწვდნენ ადგილამდე ერთისა დასასრულისა, რომელ არს ცხოვრება საუკუნო, მდიდარი კეთილგანგებითა სიმდიდრითა თვისითა, ხოლო გლახაკი მოთმინებითა სიგლახაკისათა, ერთი მოწყალებითა, ხოლო მეორე შეურაცხებითა; იტყვის ნეტარი ვასილი "რასათვის შენ გამდიდრდები და იგი გლახაკდების, ამისთვის რამეთუ ნებავს ღმერთსა ცხოვნება ორთავე, შენი კეთილთა სახლის უფლობითა, ხოლო მისი მოთმინებითა საჭიროებათთა.
მივხედოთ ჩვენ განსასვენებელსა აბრაამისსა სადაც ვიხილავთ ჩვენ ერთად ვითარცა მდიდარსა აბრაამს, ეგრეთვე მისთანავე გლახაკსაცა ლაზარეს, ორთავე ერთითა ნეტარებითა საუკუნოს სუფევისათა განსვენებულთა: და ამით ვცნათ რომელ არა მხოლოდ ცხონდებიან გლახაკნი ოდენ. არამედ სცხონდებიან მდიდარნიცა. გარნა ამას ზედა სდგას საჭიროება რომელ სათანადო არს მოხმარებად მდიდართა მიერ სიმდიდრე თვისი ნებისამებრ ღვთისა. ხოლო გლახაკთა მიერ მოთმინებად იწრება თვისი მადლობითა, გარნა რომელი უძნელეს არს განსვენებით ცხოვრებად თვით და მიცემად გლახაკთა მოწყალებისა, ანუ თუ თვით სიგლახაკითა ტანჯვად ყოვლისა სიცოცხლისა თვისისა და მიმკვეთებად თხოვისათვის მოწყალებისა, ორთა ამით შორის რომელი უბნელეს არს? ახ, უგნური მოყვარე სიმდიდრისა, მე ვიცი, რომელ იმისთვის ძნელ არს განმარტება ხელისა ნახევარის ფულითა, ძნელ არს მისდა მოკლებად საუნჯისა მისისა, რომლისთვისაცა გამოხდების აწ ახალი განსაზღვრება მისთვის პირისაგან ღვთისა "ვითარცა არ შესაძლებელ არს აქლემი ხვრელსა ნემსისა განსვლად, აგრეთვე მდიდარი სასუფეველსა ღვთისასა შესვლად, ამისთვის რომელ უძნს მას მოკლებად საფასისა თვისა და ძნიად შევიდესცა იგი სასუფეველს ღვთისასა, რომელთა აქვს საფასე, მაშასადამე ვერასოდეს ვერ პოებს იგი საუკუნოსა სიცოცხლესა, რომელსაცა ეძიებს, არამედ მეძიებელი სიცოცხლისა პოებს სიკვდილსა, ხოლო შთამომავლობათა მისთა ექმნების მიზეზ, რომელ იგინი მიუცილებლად შთავარდებიან უმწვერვალესსა შინა სიგლახაკესა: არარა ჰო, სიმდიდრის მოყვარეო, შენ იხარებ მხოლოდ იმას ზედა, რომელ უფლებ ნაქონებსა შენსა ზედა, და ერნი გიწოდებენ შენ მდიდარს, და მქონებელსა, ესე შეგირაცხიეს შენ დიდად პატივად და არა ფიქრობ შენ მისთვის, კაცნი გიწოდებენ შენ მდიდარსა, და მქონებელსა, ხოლო ღმერთი რასა, ღმერთი გიწოდებს შენ უგუნურსა, ანგელოსნი რასა? მტერსა კაცორბიობისასა, ხოლო თვით გონიერიცა მეზობელნი და მცნობნი შენნი გიწოდებენ შენ მაცთურსა ურწმუნოსა მოქალაქესა, აჰა, ვითარიმე ჯილდო აქვს შენთვის სიმდიდრესა შენსა.

|