თემა: სიმდიდრე

მიდდარი მარადის ეძიებს საუკუნოს სიცოცხლეს და ამასაც თუ რომლითა საქმითა მოიგება იგი, იკითხავს რა

მიდდარი მარადის ეძიებს საუკუნოს სიცოცხლეს და ამასაც თუ რომლითა საქმითა მოიგება იგი, იკითხავს "რა ვქმნა რათა ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდრო". მე ვეტყვი მას ჭეშმარიტსა, რომლითაცა მან მიიღოს საუკუნო სიცოცხლე, პირველად რომელ არა არს არა სადა სხვა საუკუნო სიცოცხლე, გარნა ვისმცა იგი აქვს სასუფეველსა შინა ცათასა, და ამისთვის უკეთუ ვისმე მდიდართაგანსა სურს ჭეშმარიტისათვის შეტყობისა თუ რომელითმე მოიგების იგი, რათამცა მან დაიმკვიდროს ესე საუკუნო ცხოვრება, უჩვენო მას უმკიცესი და უჭეშმარიტესი საშუალება ამისთვის და მხოლოდ ყოვლითა გულსმოდგინებითა მხევიდეს და მისმინოს მე: ყოვლადუდიდებულესმან გულისხმისყოფამან ღვთისამან წონითა და რიცხვითა, და ზომითა ყოვლისა მპყრობელმან და ყოველთა მმართებელმან, ორთა ზედა ნაწილთა ყო განყოფიბაი ყოველთა ნათესაობათა კაცთასა მდიდრად და გლახაკად. და ესრეთ ვასხებითითა ურთიერთ არს მიმცემლობითა პურობაი მათი სათნო იყო, და ესრეთ გვიბრძანა ჩვენ ქმნად, რათა გლახაკი ვჰყოთ სიმდიდრისა ჩვენისა შორის მონაწილე, და ჩვენ ვიქმნეთ სიგლახაკისა მათისა მონაწილე, ესრეთ ისურვა ყოვლისა სიბრძნით მოქმედმან განგებამან მაღლისამან.
 
თემატური კითხვები
0