თემა: სიმდიდრე

მდიდარი, მდიდარი, განუსვენებელი გულითა, იჭვნეული ყოველთვისმეტყყველი: რაი ვქმნა? პირველსა

მდიდარი, მდიდარი, განუსვენებელი გულითა, იჭვნეული ყოველთვისმეტყყველი: რაი ვქმნა? პირველსა განმრავლებიეს ნაყოფი და კეთილი და ამბობს, რა ვქმნა რომ არა მაქვს ადგილი, სადა შევკრიბო იგი, მეორესა, განუმრავლებიეს ფრიადითა განუსვენებლობითა და აქვს მრავალი ოქრო და ვერცხლი და ამბობს, რა ვქმნა რომ მოვკვდები და რად უნდა დაუტეო იგი სიმდიდრე რომელიცა აქმდისინ ვიღვაწე დიდითა შრომითა და ახლა არა საუკუნოდ განვისვენო ამას ზედა, რა ვქმნა. ამბობს იგი ფიქრსა შინა თვისსა, რა ვქმნა აქამდინ არა მაქვნდა მე განსვენება შეკრებისა მისისათვის და ახლა არა მაქვსა მე განსვენება ამისთვის, რომ ვიცივითარმედ მოვაკლდები მე ოდესმე მფლობელობასა მასა ზედა სიკვდილითა. მესმიეს, რომ იესო ქრისტე იქმს ამასთანა სასწაულთა ბრმათა აძლევს ხედვას, მოკლებულთ სიმრთელეს, სნეულთ კურნებას და მკვდარს აღადგენს, იქნებ რომ შეიძლოს ესეცა რათა მე უკუნისამდე არა მოვკვდე და ვიხარებდე ესოდენითა სიმდიდრითა დამტკბარი.იფიქრა და წავიდა. მიუხდა იესოს და რქვა "მოძღვარო სახიერო რა კეთილი ვქმნე რათა ცხოვრება საუკუნო დავიკვიდრო?" ის არ ითხოვს ცხოვრებასა სასუფეველისასა, არამედ ითხოვს მხოლოდ სიცცოცხლესა, რათა სჭამოს, სვას და იხარებდეს. ჰოი, უგუნური მდიდარი, სურის მას რათა საუკუნოდ არ მოკლებულ იქმნას ამსა წუთისსოფელსა და სურის ესეცა ცნობად ვითარითა სახითა იქმნების ამას წუთისსოფელსა სიცოცხლედ საუკუნოდ. "რა ვქმნა" და რითგანაც იყო იგი "მდიდარ ფრიად" სურის იგიცა რათა იყოს უკვდავი. ესრეთ განმარტებს წმინდა თეოფილაქტე "მივალს იესოსადმი ხილვად, მსურველი რათამცა სცნოს მისგან საუკუნოსა სიცოცხლისათვის, მფიქრებელი, ვითომცა იესო გამოუცხადებს მას სახესა რომლითაცა შესაძლო იქმნებოდა არა სიკვდილი მისი, არამედ სიცოცხლე დატკბობითა ამას წუთისსოფლისათა სიმდიდრესა შინა, ვითარცა მოყვარე მისი: რომელსაცა შესძინებს კვალად თქმად იგივე თეოფილაქტე, ვითარმედ "არავინ არს ესრეთ სიცოცხლის მოყვარე, ვითარცა კაცი სიმდიდრისა მოყვარე, და არავის წინააღუდგების ღმერთი სიკვდილითა ესრეთ ვითარცა სიმდიდრის მოყვარისა, მალე ისმენს იგი, უგუნური ამა ღამესა მიმეღოს სული შენი. მსმენელნო ჩმნო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ესე ნამდვილად ესრეთ არს, არა აქვს სიმდიდრის მოყვარესა ღვთისა მიერ პატივი სხვა, გარდა უგუნურ წოდებისა და არა რაი ჯილდო სხვა გარდა საიკვდილისა, და ჯოჯოხეთისა, მიუცილებლად რომელ ყოველი სიმდიდრის მოყვარე არს უგუნური. უგუნურებისა სახესა ერთსა გამოუცხადებს აქა დღეს მდიდარი მეძიებელი საუკუნოსა წუთისსოფლისა, სადა არს საუკუნო წუთისსოფელი, ვინ არის, რომელ იშვას და არა მოკვდეს, ვინ იყო, რომელმაც იცოცხლა ამ წუთისსოფელში და არ მოკვდა და ვის ხედავდა იგი სხვასა ამ წუთისსოფელში ესე ვითა (ფსლ. ზზ:) "ორსა კაცსა, "ვინ არს კაცი რომელი ცხონდეს და არა მოკვდეს".
 
თემატური კითხვები
0