ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: შურისძიება
უკუეთუ ბოროტი მრავალი შეგემთხვიოს მოყუსისა შენისაგან, ეკრძალე განკითხვად და მიგებად მისა ბოროტი, უკუეთუ არა აგინებ და შეურაცხ-ჰყოფ უფალსა მისსა. არამედ მიუტევე საქმე შენი ღმერთსა და მან განაგოს იგი კეთილად და უმჯობეს შენსა. რამეთუ შენ გამცნო უფალმან ლოცვაი გულითა წმიდითა შემაწუხებელთა შენთაი და არა თუ შურისგებაი. რამეთუ შენ ვერ შემძლებელ ხარ შურისგებად მისა, ვითარ-იგი ღმერთი განმზადებულ არს შურის-გებად შენ წილ მტერისათვის შენისა. უკუეთუ შენ მას მიანდო საქმე შენი და არა სწყეო მტერსა შენსა, არამედ ჰყო ღმერთი შურის მეძიებელ მისა. ხოლო დაღათუ ჩუენ შეუნდვნეთ შეცოდებანი მათნი და ულოცვიდეთ და დავეგნეთ, ღმერთი არა შეუნდობს მათ. უკუეთუ იგინი თავით თვისით არა შეიცვალნენ და სახე არა განიგონ, არა შეენდობის მათ, რამეთუ უმჯობესი მათი ჰნებავს ღმერთსა. ხოლო შენ გაქებს და გმადლობს სიბრძნისა შენისათვის. და მისგან შურსა ეძიებს, რაითა არა შენისა სიბრძნისა და სულგრძელებისათვის ფრიად ბოროტის მოქმედებასა წარემატოს. მრავალთა მრავალ გზის ვაბრალებდეთ და ვეტყოდეთ: ვითარ არს ესე, ოდეს გევედრნით შენდობისა ყოფად მტერთა თქუენთა თანა და არა ჰყვით? მოგვიგიან ჩუენ და გურქვიან: არა გუნებავს ჩუენ დაგებაი მტერთა ჩუენთაი, რაითა არა გარდარეულად ბოროტ იქმნენ და გულ-ბოროტად დაადგრენ და მისსა შემდგომად უფროისღა შეურაცხ-გუყვნენ ჩუენ. და კუალად ნუუკუე კაცნი ჰგონებდენ, ვითარმედ ვერ შეძლებისა ჩუენისათვის ვეძიებთ მშვიდობასა მტერთა ჩუენთა თანა.
ხოლო ესე ყოველი ცუდი არს, რამეთუ თუალნი იგი მღვიძარენი ხედვენ საიდუმლოსა გულისა ჩუენისასა. ამისთვის ჯერ-არს, რაითა გულითა წმიდითა ულოცვიდეთ მტერთა ჩუენთა. და უკუეთუ გნებავს სამართლად, რაითა არა მტერი შენი უფროის განბოროტნეს სიმდაბლითა შენითა და შევრდიმითა მისა, უწყოდე, რამეთუ არა ამისთვის გარდაერიოს ბოროტსა ზედა, არამედ ამისთვის, უკუეთუ არა დაეგო მას. და ოდესღა შენ დაუმდაბლდე, დაღათუ იყოს იგი მხეცთა უბოროტეს, და ეშმაკთა უამპარტავნეს, და ცხადად წინაშე კაცთა არა გმადლობდეს, ხოლო მდუმრიად გონებასა შინა აქებდეს სიმდაბლესა და მოთმინებასა შენსა და ჰრცხუენეს მიხედვად შენდა. და უკუეთუ დაადგრეს უკეთურებასავე ზედა, რაჟამს ევედრებოდი შენ მშვიდობისა ყოფად, გაქუს შენ დიდი შურის მეძიებელი მსაჯული ყოველთაი ღმერთი