image

თემა: მიტევება,  შურისძიება

უკუეთუ გრქუა შენ მარხვისათვის, მიზეზ-იდგამ შენ უძლურებასა გუამისასა. და უკუეთუ გრქუა შენ გლახაკთ-მოწყალებისათვის, მიზეზ-იდგამ შენ უპოვრებასა. და უკუეთუ გრქუა შენ მარადის ლოცვასა დადგრომაი წინაშე ღმრთისა, მიზეზიდგამ შენ ხორცთა სახმრისათვის ზრუნვასა. და უკუეთუ გრქუა: ისმენდ წიგნის კითხვასა და გულისხმა-ჰყოფდ ძალსა თქუმულთასა, მიზეზ-იდგამ უმეცრებასა წიგნთა კითხვისასა. უკუეთუ გრქუა: მშვიდობა-ყავ მოყუასთა შენთა თანა, მეტყვი მე: არა შეიწყნარებენ სიტყუასა ჩემსა, რამეთუ მრავალ გზის ვევედრე და შეურაცხ-ყვნეს წუნობით სიტყუანი ჩემნი. ესე ყოველნი მიზეზნი დაღაცათუ უძლურნი და უნდონი არიან, მიზეზ ერქუმის მათ.
    ხოლო უკუეთუ გრქუა შენ: განიშორე შენგან შფოთი და გულის-წყრომაი, რომელიღა უკუე მიზეზი მოგაქუს ამისთვის? ვერ შემძლებელ ხარ მიზეზობად ამისა, ვერცა უძურებასა გუამისასა, და ვერცა სიგლახაკესა, და ვერცა უმეცრებასა, და ვერცა ხორცთა სახმარისათვის ზრუნვასა, და ვერცა სხვაი რაი მიზეზი მოგაქუს ამისთვის, რამეთუ ყოველნი შეცოდებანი მიეტევნენ კაცსა თვინიეს ამისა. ვითარ უკუე კადნიერ იქმნე აპყრობად ხელთა შენთა ზეცად მიმართ, ვითარ შესძრავ ენასა შენსა მოტევებისა თხოვად ღმრთისაგან, დაღაცათუმცა უნდა ღმერთსა შენდობაი ცოდვათა შენთაი, შენ აყენებ და არა უტევებ, რაითამცა მოგიტევნა, რაჟამს შენ არა მიუტეობ მოყუასსა შენსა. ხოლო აწ შენ დაღაცათუ ხარ მსგავსი მხეცთაი და პირუტყუთაი და გნებავს განსწავლაი მოყუსისა შენისაი ბოროტისა მიგებითა, შეუნდვე მას, რაითა შენცა მოიღო შენდობაი ღმრთისა მიერ. გავნო და მიგიხუეჭაა, და უსამართლოი გიყო და წარგტყუენა? და ყოველი ბოროტი შეგაჩუენა ტანჯვითა და გუემითა, და შენ შემძლებელ ხარ ნაცვალსა მისსა ბოროტის ყოფასა. ამისთვის უმეტეს ჯერ-არს შენდა, რაითა შეუნდვნე ყოველნი შეცოდებანი მისნი და შენცა ჰპოვო შენდობაი. ხოლო უკუეთუ შენ თავით შენით შურ-იგო მისგან, და მიაგო მას ბოროტი, ანუ სიტყვით, ანუ საქმით, გინა თუ სწყევით სწყეო მას, უწყოდე, რამეთუ ღმერთი არღარა მიაგებს მას ბოროტსა, რამეთუ შენ უსწრვე და განიკითხე და დასაჯე იგი; და არა ხოლო თუ ბოროტი მიაგოს მას, არამედ შენ დაგსაჯოს, რამეთუ შეურაცხ-ყავ მცნებაი მისი და უსწრვე განკითხვად პირველ განკითხვისა მისისა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები