ავტორი:
ამბროსი ნეკრესელი
თემა:
სინანული
და თუ გვინდა სწორედ სინანული, მოქცევა ჩვენის თავისა, რომ ღმერთი გავიმოწყალოთ, ლმობად მოვიზიდოთ,
და თუ გვინდა სწორედ სინანული, მოქცევა ჩვენის თავისა, რომ ღმერთი გავიმოწყალოთ, ლმობად მოვიზიდოთ, ბუნებით ტკბილი და მრავალმოწყალე დავამშვიდოთ და უსაზღვროდ კაცთმოყვარებით გარდარეულსა ჩვენი მოკუდავება შევაწყალებინოთ თავისისავე სახიერებით ლმობილსა და აღძრულსა, ყოველმა კაცმა და დედაკაცმა, მეფემა და მთავარმა, სამღვდელომა და საერომა, დიდმა და პატარამა - ყველამ ერთად დავიძაგოთ ჩვენი ყოველი საძაგელება, ცხადი და დაფარული, ყოველი სიცრუვე და ტყუვილი, შური და მტერობა, ავი ქცევა და საძრახი ცხოვრება, უსაქციელო გარყვნილება და განხრწნილება, ბრიყვი და ამპარტავნება და შესაჩვენებელი თავხედობა. ნუ ვატყუებთ ურთიერთსა, ნუ ვიწვართით ტყუვილით ცხოვრებასა, ვართ ანგარნი მტაცებლობითა, უსვინდისოს სულით ნუ ვემძლავრებით მდაბალთა, ვისაც რაცა გვქონდეს, იმას დავჯერდეთ და მაშინ შევიწყალებით და მაშინ დავაწყნარებთ ღვთის ძლიერს გულისწყრომასა.
|