თემა: სინანული

თქვენცა, ცოდვილნო, ემსგავსენით სინანულითა პეტრეს ჟამსა მარჯვესა, რათა მსგავსად მისად მოგეტევნესთ, და

თქვენცა, ცოდვილნო, ემსგავსენით სინანულითა პეტრეს ჟამსა მარჯვესა, რათა მსგავსად მისად მოგეტევნესთ, და გეშინოდესთ ურგებისა სინანულისა, რაჟამს არღარა სარგებელ გეყოსთ. რამეთუ არავინ უწყნის ჟამნი სიკვდილისანი, რათამცა მას ჟამსა შეინანოს ვინმე: მრავალნი დაითქმიან წყალთა შინა, სხვანი მთათა შინა დაიშთობიან, სხვანი მაღლით შთაოიჭრიან, სხვათა წამსა შინა ეუფლის სიკვდილი. სადა სცნას დღენი სიკვდილისანი, რათა ინანოდეს და შეენდვნეს? უკეთუ ათასთაგანსა ერთსა ვისმე სნეულსა მოეხსენეს სიკვდილი, არათუ ინანის ცოდვათა თავისთათვის, არამედ ძმათა და მოყვასთა განყოფისათვის და ქვეყანაისა ამის დატევებისათვის, სადაღა იყოს მართალი სინანული? უკეთუ ნებსით არა ინანო, ცოდვა შენი რათამცა მოგეტევნედ, უწყოდე, რამეთუ უნებლიეთ შეგანანონ და არღარა მოგეტევნენ.
 
თემატური კითხვები
6