ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: მორჩილება
ნუ დავაყოვნებთ და თუ საჭიროა, ამ სიტყვაში ავხსნათ ამ მამაც მხედართა ბრძოლის სახენი: თუ როგორ უპყრიათ მათ ღვთისა და მოძღვრის მიმართ ფარი სარწმუნოებისა და მისი საშუალებით იგერიებენ ურწმუნოებისა და სხვა ადგილას გადასახლების ყოველ განზრახვას; სულიერი მახვილის აღმართვისას ყოველთვის საკუთარ ნებას აკვდინებენ, როგორც კი მის მოახლოებას შენიშნავენ და მოთმინებისა და მოკრძალების რკინის აბჯრით შემოსილნი ყოველგვარი შეურაცხყოფის მომწყვლელ ისრებს თავიდან იცდენენ; მათ ცხოვრების ჩაფხუტი ახურავთ - როგორც მათი წინამძღვრის ლოცვითი საფარველი. ფეხები ერთად არასდროს უდგათ, არამედ ერთით მსახურებენ, მეორეთი კი ლოცვაზე არიან დამყარებულნი