ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
სინანული
ნატრის მაცხოვარი ჩვენი მგლოვარეთა და უქადაგებს ნუგეშინისცემასა კაცთა გულითა შემუსვრილითა. ნუ
ნატრის მაცხოვარი ჩვენი მგლოვარეთა და უქადაგებს ნუგეშინისცემასა კაცთა გულითა შემუსვრილითა. ნუ ჰგონებთ, თუცა ნატრიდეს, რომელნი იგლოვენ მამადედათა, გინა ძმათა და დათა, ანუ მეუღლეთა და შვილთა, გინა მოყვარეთა სიკვდილსა ზედა, რომელთა რეცა არა აქვს სასოება აღდგომისა, და მსგავსად წარმართთასა ტირიან და იგლოვენ ამა უნდოისა სოფლისაგან მიცვალებისა და საუკუნოისა მის დიდებასა შინა მისვლისათვის. მათ არა ნატრის. არამედ ნატრის, რომელთაც განუცდიათ ცოდვანი თვისნი და გულისხმა უყოფიათ სიბოროტითა სვლათა მიერ და სნეულება სულისა თვისისა და უცნობიეს წყლულებანი, რომელნი ნებსით შეიმთხვივნეს, მას იგლოვენ და ინანიან გულითა. ამათ ნატრის და ნუგეშინსა სცემს.
|