
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა:
მღვდლობა
რა დიდი პიროვნებაა მღვდელი! მუდმივად ღმერთთან საუბრობს და პასუხობს კიდეც უფალი. წესის აღსრულება
რა დიდი პიროვნებაა მღვდელი! მუდმივად ღმერთთან საუბრობს და პასუხობს კიდეც უფალი. წესის აღსრულება იქნება ეს თუ ლოცვა, ღმერთს ელაპარაკება და პასუხიც ღვთისაა. ჰოდა, როგორ იქნება არ ახსოვდეს გულისთმათა აღზევებისას, თუ რაოდენ ბინძური და დამამცირებელია ვნება და განსაკუთრებით კი მისთვის, ვის გულშიაც მუდმივად ჩაბეჭდილი უნდა იყოს იესო ქრისტეს სახელი. მღვდელი კაცი კი არაა, ანგელოზია. მიწიერისგან შორს უნდა იდგას. უფალო, იესო! დაე, შეიმოსონ შენმა მღვდლებმა სიმართლე, დაე, ჰქონოდეთ ხსომება მღვდლობისა, ამ მაღალი წოდებისა, რომ არ გაიხლართონ ეშმაკის ბადეში, დაე შორს იდგნენ მათგან " ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცდური სიმდიდრისაი (მარკ.4,19).
|