თემა: სინანული

შეინანეთ, ითქვა! ეს ხმა საყოველთაო ხმა არის, იმიტომ, რომ საერთოდ ყველას სწორედ გვეჭირება სინანული

"შეინანეთ", ითქვა! ეს ხმა საყოველთაო ხმა არის, იმიტომ, რომ საერთოდ ყველას სწორედ გვეჭირება სინანული საკუთრად თავთავისის საზომითა, ნახან რომ ითქვა სულისაგან: "დაღათუ იყოსო ცხოვრება კაცისა, მაგრამ არა წმინდავე არისო". თურმე თან წარუხდომელად საჭიროებად თავს გვაძევს სინანული ყველასა და ამისათვის ქრისტემანა პირველივე თავისის ქადაგების დაწყებაშიგაც ამისთვის დაიწყო დასაბამათა: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა".
    ყოველი ცთომა კაცთა ცოდვად ითქმის. და მერმე ცოდვა სამად გვარად განიყოფების: "უღმრთოებად, უსჯულოებად და შეცოდებად." უღმრთოება სასო წარკვეთილებად გაიორევს და მოქცევად აღარ მოაგებს. უშჯულოება დააშორებს ყოველთ კეთილობათაგან და თუ მოაგებს. უშჯულოება დააშორებს ყოველთ კეთლობათაგან და თუ მალე არ მიასწრებს, უღმრთოებად აღიწევის და წასაწყმედლად გასწირავს კაცსა. და ამისთვის იბრძანა: "შეინანეთო". და რომ სინანულიც მრავალგვარივე არის და მრავალსახე, ამისთვის საჭიროებად გვედების საღმრთოს ხმის შეწყნარება და შენანების გამოფენა.
 
თემატური კითხვები
3