ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
სინანული
შეინანეთ, შეინანეთ! და თქვენ ნუ ადროებთ სინანულად, რათა არა ურგებ გექმნესთ, რამეთუ სინანული ჭაბუკთა
შეინანეთ, შეინანეთ! და თქვენ ნუ ადროებთ სინანულად, რათა არა ურგებ გექმნესთ, რამეთუ სინანული ჭაბუკთა ჯერ არს. უკეთუ ჯეჯილი პირველ აღმოიფხვრას, ყანა თავწარსხმული მოიჭამა წველმან ჩალამან, სადაღა ქმნან ნაყოფი კეთილი? ეგრეთვე უკეთუ სიჭაბუკე ცოდვასა შინა დაბერდა, სადაღა იქმნეს სინანული? ცოდვილსა ნებავს ჟამსა სიჭაბუკისასა ცოდვა და ჟამსა სიბერისასა სინანული. მცონარსა მუშაკსა ნებავს ჟამსა მკისასა განსვენება და ჩრდილთა შინა ყოფა და სიმაძღრე ჟამსა გაზაფხულისასა და სავსება პურითა. არამედ ორნივე ურგებ და ცუდ მაშვრალ არიედ, რამეთუ ჟამთა მისთა ხამს შრომა ორთაგანვე.
|